საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ირფფ-ს სტუმრობა ზემო იმერეთში

დასრულდა იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს შორის.


2002 წელს დაბადებულ ჭაბუკებში ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშება ტარდებოდა. აქ ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდა:
1. ,,მართვე" ქუთაისი.
2. ,,სპორტსკოლა" ჭიათურა.
3. ,,რაჭა" ამბროლაური.

2003 წელს დაბადებულ ჭაბუკებში გივი ნოდიას სახელობის თასზე საპრიზო სამეულში შემდეგი გუნდები გავიდნენ:
1. ,,ტორპედო" ქუთაისი.
2. ,,ჩიხურა" საჩხერე.
3. ,,სამტრედია" სამტრედია.

2004 წელს დაბადებულ ჭაბუკებში გარი სორდიას სახელობის თასზე ჩემპიონობა ,,მართვე" ქუთაისმა მოიპოვა. სამტრედიის ,,სამტრედია" მეორე ადგილს დაეუფლა, ხოლო ,,მარგვეთი - 2006" ზესტაფონი მესამე ადგილს დასჯერდა.
დღეს იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი დავით რუხაძე) ზემო იმერეთს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი საპრიზო სამეულში გასული გუნდების დაჯილდოვება გახლდათ. პირველად ,,მარგვეთი - 2006" (მწვრთნელი მამუკა ფუტკარაძე) დაჯილდოვდა. ზესტაფონელთა გუნდს გარი სორდიას სახელობის თასი, ბრინჯაოს მედლები და მესამე ხარისხის დიპლომები გადაეცათ.
შემდეგ ვიზიტი საჩხერეში გაგრძელდა. ადგილობრივ ,,ჩიხურას" გუნდს (მწვრთნელი მირიან მიქაძე) გივი ნოდიას სახელობის თასი, ვერცხლის მედლები და მეორე ხარისხის დიპლომები გადაეცათ.
ირფფ-ს ვიზიტი ჭიათურაში დასრულდა. ,,სპორტსკოლა" ჭიათურის გუნდი (მწვრთნელები დავით ლოლაძე და ალექსანდრე მეცხოვრიშვილი) მეორე ადგილის დაკავებისთვის ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასით, ვერცხლის მედლებით და მეორე ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.