საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ირფფ-მ 2003 და 2004 წელს დაბადებულ სამტრედიელ ჭაბუკებს პრიზები გადასცა

უკვე დასრულებულ იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატში ასაკობრივ გუნდებს შორის საკმაოდ წარმატებით გამოვიდნენ სამტრედიელი ჭაბუკები. დღეს ირფფ სამტრედიას სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ადგილობრივი გუნდების დაჯილდოვება გახლდათ. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მდებარე დარბაზში შეკრებილ ბავშვებს ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და კლუბის დირექტორმა პაატა შალამბერიძემ სიტყვით მიმართეს. მათ საპრიზო ადგილების დაკავება მიულოცეს, სწავლასა და სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვეს და დამსახურებული პრიზები გადასცეს.
პირველად 2003 წელს დაბადებული ჭაბუკები (მწვრთნელი ნოე ჩიგოგიძე) დაჯილდოვდნენ. მათ გივი ნოდიას სახელობის თასი, ბრინჯაოს მედლები და მესამე ხარისხის დიპლომები გადაეცათ. შემდეგ 2004 წელს დაბადებულთა (მწვრთნელები: ოთარ ზაქარეიშვილი, დავით ნინუა და ლერი მეგენეიშვილი) ჯერი დადგა. მათ გარი სორდიას სახელობის თასი, ვერცხლის მედლები და მეორე ხარისხის დიპლომები გადაეცათ.