საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

შვეიცარიაში უეფას 45-ე კონგრესი გაიმართა

45th Ordinary UEFA Congress


შვეიცარიის ქალაქ მონტროში უეფას 45-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. უეფას კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.


კონგრესის მიმდინარეობისას უეფა-ს კომიტეტების საქმიანობა შეჯამდა, მათ შორის, ფეხბურთის კომიტეტის, რომლის თავმჯდომარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია.

უეფას კონგრესის ფარგლებში ორგანიზაციის წევრმა 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც დაგმეს ევროპული სუპერლიგის იდეა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით განხილვის მთავარი თემა იყო.

უეფას კონგრესს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომაშ ბახიც ესწრებოდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს უეფას და მის წევრ ყველა ფედერაციას, აგრეთვე გულშემტკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

უეფას 45-ე კონგრესის განცხადება

"უეფა-ს ყველა წევრი ასოციაცია და 45-ე რიგითი კონგრესის მონაწილეები გმობენ ე.წ. "ევროპული სუპერლიგის" გამოცხადებას. დახურული "სუპერლიგა" პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთიანი, ღია და სპორტული ღირებულებების პრინციპზე აგებული ევროპული იდეის კონცეფციას. უეფა და მისი წევრი ასოციაციები მხარს უჭერენ ნამდვილ ევროპულ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია ღია კონკურენციაზე, სოლიდარობასა და რესურსების გადანაწილებაზე, რათა უზრუნველყოს ფეხბურთის მდგრადობა და განვითარება ყველას საკეთილდღეოდ, ასევე ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და სოციალური შედეგების მიღწევა.

აღნიშნული შეთქმულების მონაწილე კლუბები აშკარად ვერ აცნობიერებენ, რომ მათი დღევანდელი სტატუსი არა დამოუკიდებლად იქნა მიღწეული, არამედ წარმოადგენს დინამიური ევროპული სისტემის ნაწილს, სადაც დიდი, საშუალო და მცირე კლუბები კოლექტიურად განაპირობებენ ყველა გუნდის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. მათ მიერ "განცალკევების" მოთხოვნა და კოლექტიურად შექმნილი მემკვიდრეობის მითვისებისთვის მცდელობა წარმოადგენს ევროპული ღირებულებებისა და სპორტული პრინციპების შელახვას.

უეფა, მისი წევრი ასოციაციები და ყველა, ვისაც უყვარს ფეხბურთი, მტკიცედ შეეწინააღმდეგებიან აღნიშნული კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ საკითხის მორალურ მნიშვნელობას და მზად ვართ, დავიცვათ ფეხბურთი ეგოისტური ჯგუფისგან, რომელიც არანაირად არ ზრუნავს სპორტის განვითარებაზე. ჩვენ ვართ ევროპული ფეხბურთი, არა ისინი." - ნათქვამია განცხადებაში.


დღესვე უეფას კონგრესის ფარგლებში ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ოთხი წლის ვადით აირჩიეს. აგრეთვე იმსჯელეს გასული და მომავალი საფეხბურთო სეზონის ფინანსურ საკითხებზე.

უეფას რიგით 46-ე კონგრესი, 2022 წლის, 11 მაისს ქალაქ ვენაში გაიმართება.

?> hacklink al fethiye escort hack forum organik hit betasus güncel girişwww.sonnalp.net casino sitelericasino siteleri 2025bonus verendeneme bonusu veren siteler 2025casibomgalabetcasibom girişCanlı bahis sitelerideneme bonusu veren siteler hangileridir?jojobet girişjojobetyalıhüyük escortmatbetmeritkingmeritkingbettilt girişcasibom girişcasibomcanlı maç izleonwin girişjetbull giriÅŸonwin girişjojobet girişmeritkingcasibommatbetmeritking cumajojobet girişjustin tv izlejustin tv izlepusulabetGrandpashabetGrandpashabetmarsbahisLisanslı bahis sitelerihttps://mangavagabond.online/de/altyazılı pornoaltyazılı pornobettiltbettiltmeritkingmeritkingmadridbetextrabet girişextrabet girişextrabet girişextrabetextrabetpusulabetcasibomTiktok Follower KaufencasibomcasibomonwincasibomholiganbetsahabetHyatt Place Flushingvirabet girişNewsNewsNewsNewsNewszbahisCasibomcasibombetciomegabahiscasibomjojobetcasibommatbetmatadorbetmatadorbet girişmatadorbet giriş