საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ირფფ-ს რიგითი XV ყრილობა



13 სექტემბერს, ქ. ქუთაისში  ჩატარდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის რიგითი XV ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით:

1. დღის წესრიგის დამტკიცება;
2.პრეზიდენტის მოხსენება;
3.ა(ა)იპ „იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის" წესდების საქართველოს მოქმედ „მეწარმეთა შესახებ" კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი ახალი რედაქციით დამტკიცება;
4.ირფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად მიღება;
5. ირფფ-ს წევრად მიღება;
6. ირფფ-ს 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
7. დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა.

ყრილობას ესწრებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე ქ-ნი სალომე კიკალიშვილი, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები - პაატა შალამბერიძე, რამაზი დვალიშვილი.
ასევე, ხმის უფლების მქონე ირფფ-ს წევრები-წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე 11-დან 9 დელეგატი.

1.ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი საჩხერის ჩიხურა" - ბექარი ბერდელიძე
2. შპს საფეხბურთო კლუბი „მეშახტე" - ლევან ჯაფარიძე
3.ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ხონის „იმერეთი" - თამაზი აბაზაძე
4.ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი" - პაატა ლურსმანაშვილი 
5.ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „სულორი ვანი" - როინ კანკაძე
6. შპს საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს „სამგურალი" - სამსონი ფრუიძე
7.ა(ა)იპ ჭიათურის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სპორტული სკოლა - თეიმურაზ ბიწაძე.
8.ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „საირმე" ბაღდათი - ჯაბა ახალაძე 
9.ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი - რამაზი გურაბანიძე

XV-ე ყრილობაზე, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბ-მა დავით რუხაძემ შეაჯამა 2023 წლის ირფფ-ს საქმიანობა.
1. ყრილობამ დაამტკიცა ა(ა)იპ „იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის" წესდება ახალი რედაქციით;
2. ბ-ნი ზურაბ ნიკოლეიშვილი  აირჩიეს ირფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად;
3. ა(ა)იპ ზესტაფონის მ. სალაძის სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი (საიდ: 430026802) მიიღეს ირფფ-ს წევრად;
ასევე, ყრილობამ დაამტკიცა 2024 წლის ირფფ-ს ბიუჯეტი და დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.