1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Home

საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

web.png


საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ ბორდოში. მიუნხენის ბაიერნში კი, იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა
2011-2013 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-2014 | საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების (მთავარი მწვრთნელი)
2014-2016 | ბორდო (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის ბაიერნი (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა
1995-1997 | სენტ ეტიენი
1997-2000 | მონაკო

საფრანგეთის სუპერთასი (1997) საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-2009 |
მიუნხენის ბაიერნი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001) საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი (2001) გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008) გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008) გერმანიის ლიგის თაასი (2001).

2000-2008 |
საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2020 წლის საუკეთესო მსაჯი - გოგა კიკაჩეიშვილი

0main

132892699 757593721521776 7642036861646891768 n



იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს გოგა კიკაჩეიშვილს ამ აღიარებას და უსურვებს წარმატებებს !


-----------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ინოვაციური პროგრამა

web map


უეფა საქართველოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ევრო-2020 მომავალ წლამდე გადაიდო, უეფამ უკვე დაიწყო იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რომლებიც „ჰეტ-ტრიკის" პროგრამის 2020-24 წწ. ციკლით არის გათვალისწინებული. „ჰეტ-ტრიკი" არის ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მოპოვებული შემოსავლის ნაწილს თავის წევრ ასოციაციებს ურიცხავს. უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაქვეყნებთ სპეციალური სტატიების სერიას, სადაც წარმოგიდგენთ სხვადასხვა ეროვნული ასოციაციის მიერ „ჰეტ-ტრიკის" დაფინანსებით განახორციელებულ პროექტებს. ამჯერად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე, რომელსაც წარმატებით ახორციელებს საქართველო.

2014 წელს ამოქმედდა უეფა-ს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე ოთხ საპილოტე ასოციაციას - სომხეთს, ბელარუსს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას - ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში ეხმარება.


უეფა-ს დახმარებით ამ ოთხ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ეროვნული აკადემიების სტრუქტურა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ასოციაციას, სკოლებსა და კლუბებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებაზე და ამგვარად ფეხბურთისა და განათლების ერთმანეთთან მკაფიოდ დაკავშირებაზე. კონკრეტული პროგრამები მორგებული იქნა თითოეული ასოციაციის საჭიროებებზე. ისინი მოიცავენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფილოსოფიას, ფიზიკურ, ტაქტიკურ და დიეტოლოგიურ სისტემებს, ისევე როგორც ფეხბურთელთა განვითარებაზე მიმართულ მოქმედების გეგმას.

დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი:„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ „ჰეტ-ტრიკის" პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხებსა და განხორციელებულ პროექტებს ჩვენთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისთვის აქვს დასახული.

ჰეტ-ტრიკის" ბოლო ციკლის საინვესტიციო პროექტის კომპონენტით ჩვენ გავხსენით რუსთავის ტექნიკური ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცენტრალური აკადემიის ადგილსამყოფელს. საქართველოში ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვესაჭიროება მსგავსი ინფრასტრუქტურა. „ჰეტ-ტრიკის" პროგრამიდან მიღებული დაფინანსება ჩვენ ყოველწლიურად საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ მსგავსი პროექტები, ასევე ხელი შევუწყოთ ქალთა ფეხბურთის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მწვრთნელთა განათლების მიმართულებების განვითარებას."

საქართველოს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა - ძირითადი ფაქტები:

რეგიონალურ აკადემიებში ვარჯიშობენ 14 და 15 წლამდე ასაკის ფეხბურთელები. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით უკვე მოქმედებს სფფ-ს ოთხი აკადემია.

რეგიონალური ცენტრებიდან ხდება ფეხბურთელების შერჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებისთვის. 16 წლამდე ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ფედერაციას ეხმარება სკაუტების ფართო ქსელი. პირველ ეტაპზე ხდება 20-დღიანი შეკრებისთვის 60-მდე ფეხბურთელის შერჩევა.

60 ფეხბურთელიდან რუსთავის აკადემიაში ყოველწლიურად გადადის 22 უნიჭიერესი ჭაბუკი. მათ საშუალება ეძლევათ, მოიპოვონ უმაღლესი დონის საფეხბურთო განათლება.

ფეხბურთელები 1-3 წლის მანძილზე ცხოვრობენ აკადემიის ტერიტორიაზე. მათთვის უზრუნველყოფილია ვარჯიში, საჯარო სკოლაში განათლების მიღება, კვება, ტანსაცმელი, აღჭურვილობა და სამედიცინო მომსახურება, ხოლო საჭიროების შემთზვევაში ფსიქოლოგიური დახმარებაც.

რუსთავის აკადემიის პროგრამის დასრულების შემდეგ, 17 წლამდე და უფროს ფეხბურთელებს შეეძლებათ ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებებსა და პროფესიულ დონეზე თამაში.

აკადემიების დაფინანსებას უზრუნველყოფენ უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უეფას მიერ გამოყოფილი თანხებით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სფფ ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაში აშენებს ახალ ობიექტებს.

აკადემიების ადგილმდებარეობა

სფფ-ის სტრუქტურაში მოქმედებს რამდენიმე აკადემია. კოლექტიურად ისინი უზრუნველყოფენ პროგრამის წარმატებას:

რუსთავი (U-14, U-15 და U-16)
ზუგდიდი (სამეგრელო), ჩამოყალიბდა 2016/17 სეზონის დასაწყისში (U-14 - U-15). (გადაინაცვლებს რუხის აკადემიაში, მშენებლობის დასრულების შემდეგ)
რუხი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო) - მშენებლობის სტადიაზეა
ლაგოდეხი (კახეთი), ჩამოყალიბდა 2017/18 სეზონის პერიოდში (U-14 - U-15)
გვიმბალაური (გურია), ჩამოყალიბდა 2020 წელს (U-14 - U-15)
ქუთაისი (მშენებლობის სტადიაზეა)

პროგრამის შედეგები
სამოქმედო გეგმის ტექნიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტების მიმართ თანმიმდევრულმა მიდგომამ უკვე გამოიღო შედეგები. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო საკვალიფიკაციო ციკლები გაცილებით უკეთესად ჩაატარა და შედეგები გააუმჯობესა.

საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა დიდ ტურნირამდე. 2020 წლის ნოემბერში გუნდმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - კიდევ ერთ ქვეყანასთან, რომელიც ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამით სარგებლობს.

საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდული ნაკრებები 2019/20 სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში გავიდნენ.

ჟან-ფრანსუა დომერგი - უეფა-ს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი:„ეს პროექტები ძალზედ წარმატებით მიმდინარეობს. მათი განხორციელებით უეფა სწორ გზაზე დგას. ოთხივე ასოციაციამ ყველა კომპონენტში მიაღწია წინსვლას."

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა

world cup


შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, მსოფლიოს 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. 55 ევროპული ნაკრები ათ ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკიო ეტაპი | B ჯგუფი

ესპანეთი
შვედეთი
საბერძნეთი
საქართველო
კოსოვო

ყატარის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრებები (სულ 10) და უეფას ერთა ლიგის გათამაშების შედეგების გათვალისწინებით, კიდევ ორი ნაკრები, პლეი-ოფის სისტემით ბოლო სამი ადგილისთვის იბრძოლებს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 13 ევროპული ნაკრები ითამაშებს. მუნდიალი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

B ჯგუფის კალენდარი
25 მარტი
შვედეთი - საქართველო

28 მარტი

საქართველო - ესპანეთი

31 მარტი

საბერძნეთი - საქართველო

2 სექტემბერი

საქართველო - კოსოვო

5 სექტემბერი
ესპანეთი - საქართველო

9 ოქტომბერი

საქართველო - საბერძნეთი

12 ოქტომბერი
კოსოვო - საქართველო

11 ნოემბერი

საქართველო - შვედეთი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ევრო 2023 | 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება

128884716 200886934847980 3455963253823656190 n


უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია."


16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates