დღეს, ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშებაზე (2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის) ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისის "იმერეთმა", რომელიც უკონკურსოდ ასპარეზობს, თანაქალაქურ "მართვეს" სოფელ ფარცხანაყანების სტადიონზე უმასპინძლა.
დაწვრილებით...13 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 2002-წლამდელთა გათამაშების სატურნირო ცხრილს ჭიათურის საფეხბურთო სპორტსკოლის გუნდი (მწრთვნელი დავით ლოლაძე) უდანაკარგოდ უდგას სათავეში.
2017 წლის 12 აპრილს, ქუთაისში - "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" დარბაზში იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მერვე ყრილობა ჩატარდა. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო: ირფფ-ს წესდების ახალი რედაქციის მიღება და აღმასკომის წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა. ყრილობას თბილისიდან ესწრებოდა სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე სალომე კიკალიშვილი.
დღეს, იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გარი სორდიასა და მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებებზე ჩატარდა. ორიდან ორი მატჩის მომგები ოთარ ზაქარეიშვილის გაწრთვნილი "სამტრედია" 2004-წლამდელთა ღია ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია.
დაწვრილებით...