22 თებერვალს ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე, "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე I ჯგუფში ხონის "იმერეთი" მეორე ტურის მატჩში მარტვილის "სალხინოს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით მოუგო - 8:0.
დაწვრილებით...იმერეთის რეგიონში მცხოვრებ B და C სამწვრთნელო ლიცენზიების მოპოვების მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში.
დაწვრილებით...დღეს წყალტუბოში "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების II ჯგუფში მეორე ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ ჩოხატაურის "ბახმარო" და ჩხოროწყუს "სამეგრელო" წარსდგნენ. ასპარეზობა ამ უკანასკნელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.
დაწვრილებით...დიდთოვლობამ გარკვეული ცვლილებები ირფფ-ს ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს კალენდარშიც შეიტანა. უხვმა ნალექმა, შაბათ-კვირას ქუთაისში, წყალტუბოსა და ჩოხატაურში დანიშნული II ტურის მატჩების ჩატარება შეუძლებელი გახადა.
დაწვრილებით...18 თებერვალს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში შეკრებილმა ვეტერანებმა, წარსულში ცნობილი თავდამსხმელის ვასილ ტროიანის 70 წლის იუბილე აღნიშნეს. იდეის განხორციელება, ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა კახა არსენიძემ ითავა.