1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Home

გივი ნოდიას სახელობის თასი ბათუმლებმა მოიგეს

4

3 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა U-13 (2005 წ.დ.) ,,გივი ნოდიას" სახელობის თასის გათამაშების ბოლო ტურის კალენდარული მატჩი, სადაც ადგილობრივი „დინამო"(მწვრთნელი გ. ჯორბენაძე) მასპინძლობდა ქობულეთის ,,შუქურას"(მწვრთნელები ი. ჯაფარიძე და მ. შეველიოვი) ამ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო პირველი ადგილის ბედი, თამაში წარიმართა ბათუმელთა აშკარა უპირატესობით და დამსახურებულათ გაიმარჯვა 3-0, რისთვისაც მათ გადაეცათ პირველი ადგილის თასი, შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით, ხოლო "შუქურა" დაჯილდოვდა მეორე ხარისხის თასით, მედლებითა და დიპლომებით.
ასევე დაჯილდოვდა U-14 (2004 წ.დ.),,როინ კვასხვაძეს" სახელობის თასის მეორე ადგილოსანი ბათუმის „დინამო" (მწვრთნელი ვ. შანიძე) რომელსაც გადაეცა თასი და შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.

მურად წივწივაძის სახელობის ტურნირი 2018

9 ნოემბერს ქუთაისსა და წყალტუბოში დაიწყო მურად წივწივაძის სახელობის ტურნირი 2007 წ.დ. შორის, რომელშიც მონაწილეობენ იმერეთის რეგიონის 8(რვა) გუნდი

I ტურის შედეგები:
I ჯგუფი - „ტორპედოს" ბაზა.
1.„ტორპედო" ქუთაისი - „სპორტსკოლა" ჭიათურა 10-2
2.„საპოვნელა" თერჯოლა - „სპორტსკოლა" ტყიბული 2-2

II ჯგუფი - წყალტუბო „26 მაისის"სახელობის სტადიონი..
1.„სამგურალი" წყალტუბო - „მარგვეთი2006" ზესტაფონი 1-0
2.„მართვე" ქუთაისი - „სამტრედია" სამტრედია 2-4


II ტური - 10 ნოემბერი.

I ჯგუფი:
1."სპორტსკოლა" ჭიათურა - "სპორტსკოლა" ტყიბული" 1-1
2."ტორპედო" ქუთაისი - "საპოვნელა" თერჯოლა" 6-2

II ჯგუფი:
1."სამგურალი" წყალტუბო - "მართვე" ქუთაისი 0-4
2„მარგვეთი2006" ზესტაფონი - „სამტრედია" სამტრედია 0-2

III ტური - 11 ნოემბერი.

I ჯგუფი:
1."საპოვნელა" თერჯოლა - "სპორტსკოლა" ჭიათურა 4-1
2."სპორტსკოლა" ტყიბული - "ტორპედო"ქუთაისი 0-4

II ჯგუფი:
1.„სამტრედია" სამტრედია - "სამგურალი" წყალტუბო 3-0
2.„მართვე" ქუთაისი - "მარგვეთი2006" ზესტაფონი 6-0

I ჯგუფი:

N გუნდი გ.ბ
1. „ტორპედო" ქუთიასი 3 3 0 0 20-4 9
2. „საპოვნელა" თერჯოლა 3 1 1 1 8-9 4
3. „სპორტსკოლა" ტყიბული 3 0 2 1 3-7 2
4. „სპორტსკოლა" ჭიათურა 3 0 1 2 4-15 1

II ჯგუფი:
N გუნდი გ.ბ
1. „სამტრედია" სამტრედია 3 3 0 0 9-2 9
2. „მართვე“ ქუთაისი 3 2 0 1 12-4 6
3. „სამგურალი" წყალტუბო 3 1 0 2 1-7 3
4 „მარგვეთი2006" ზესტაფონი 3 0 0 3 0-9 0
ნახევარფინალი 17 ნოემბერი, შაბათი

1.„ტორპედო" ქუთიასი - „მართვე" ქუთაისი 12:00 (ქ. ქუთაისი "ტორპედოს" ბაზა)
2.„სამტრედია" სამტრედია - „საპოვნელა" თერჯოლა 14:00 ქ. წყალტუბო „26 მაისის"სახელობის სტადიონი..

მე-3 ადგილისთვის - 18 ნოემბერი, კვირა 12:00 ქ. წყალტუბო

.ფინალი ------- 25 ნოემბერი, კვირა ქ. ქუთაისი 15:00 (ტორპედო „რ.შენგელია")

.

ზაურ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირი 2018

2 ნოემბერს, ქ. ვანში ,,ციხესულორის" სტადიონზე ზაურ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირზე, გაიმართა მატჩი მესამე ადგილისათვის, ერთმანეთს დაუპირისპირდა ადგილობრივი ,,მართვე" და ზესტაფონის ,,მარგვეთი 2006", რომელშიც დამაჯერებლი ანგარიშით 5-2 გაიმარჯვა ,,მართვეს" ფეხბურთელებმა და დამსახურებულად დაიკავეს საპატიო მესამე ადგილი.

ზაურ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირი 2018

გუშინ, 19 ოქტომბერს ვანის მუნიციპალიტეტის გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე გაიხსნა ზაურ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირი 2005 წ.დ.შორის, რომელშიც მონაწილეობენ იმერეთის რეგიონის 8(რვა)გუნდი.

ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ალეკო გოგორიშვილი, ზაურ ლორთქიფანიძის შვილი - ბატონი დავით ლორთქიფანიძე, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი დ.რუხაძე), ვეტერანი ფეხბურთელები და სხვები.

მათ თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ ბატონი ზაურ ლორთქიფანიძე იყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, მე-20 საუკუნის 50/60 წლების, ვანის ,,სულორის", სამტრედიის ,,ლოკომოტივის", ხობის ,,კოლხეთისა" და თბილისის ,,დინამოს" დუბლების ფეხბურთელი. ასეთი ტურნირების ჩატარების მიზანია ვეტერანი ფეხბურთელების სახელის უკვდავყოფა და პატივგება. ზაურ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირი იქნება ყოველწლიური,ასევე გამომსვლელებმა უსურვეს წარმატება ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს.

I ტურის შედეგები ასეთია:
I ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,ციხესულორის" სტადიონზე
1. ,,სამტრედია 1" – ,,სპ.სკ" ტყიბული"0-0
2. ,,ტორპედო 1" – ,,მარგვეთი2006"ზეს6-0

II ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,გრ. ნიკოლეიშვილის" სახელობის სტადიონზე
1. ,,მართვე" ვანი– ,,მართვე" ქთ.2-0
2. ,,ტორპედო 2 " – ,,სამტრედია 2"1-0


II ტურის შედეგები ასეთია:
I ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,ციხესულორის" სტადიონზე

1.,,სპ.სკ.ტყიბული."– ,, მარგვეთი2006"ზეს0-1
2.,,სამტრედია 1"- ,,ტორპედო 1"2-1

II ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,გრ. ნიკოლეიშვილის" სახელობის სტადიონზე
1.,,მართვე" ქთ. – ,,სამტრედია 21-1
2.,,მართვე" ვანი - ,,ტორპედო 2"1-1

III ტურის შედეგები ასეთია:

I ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,ციხესულორის" სტადიონზე
1.,,ტორპედო-1"ქთ - ,,სპ,სკ,ტყიბული" 4-0
2.,,მარგვეთი2006" - ,,სამტრედია-1" 1-0

II ჯგუფის თამაშები ჩატარდა ,,გრ. ნიკოლეიშვილის" სახელობის სტადიონზე
1.,,ტორპედო-2" - ,,მართვე"ქთ 5-1
2.,,სამტრედია-2" - ,,მართვე" ვანი 0-2

I ჯგუფი:

N გუნდი გ.ბ.
1,,ტორპედო 1 " ქუთაისი 3 2 0 1 11-2 6
2.,,მარგვეთი2006" ზესტაფონი 3 2 0 1 2-6 6
3.,,სამტრედია 1" სამტრედია 3 1 1 1 2-2 4
4.,,სპ.სკ" ტყიბული 3 0 1 2 0-5 1
II ჯგუფი:
N გუნდი გ.ბ
1.,,ტორპედო 2" ქუთაისი 3 2 1 0 7-2 7
2.,,მართვე" ვანი 3 2 1 0 5-1 7
3.,,სამტრედია 2" სამტრედია 3 0 1 2 1-4 1
4.,,მართვე" ქუთაისი 3 0 1 2 2-8 1
ნახევარფინალური მატჩები გაიმართა ვანის ,,ციხესულორის" სტადიონზე.

1 ნოემბერი ხუთშაბათი 2018წ.

1.,,ტორპედო-1"ქუთაისი - ,,მართვე" ვანი 3-0
2.,,მარგვეთი-2006" ზესტ - ,,ტორპედო-2"ქთ 2-3

მე-3 ადგილისთვის თამაში ჩატარდა 2 ნოემბერს ,,ციხესულორის" სტადიონზე ერთმანეთს შეხვდა:
,,მართვე" ვანი - ,,მარგვეთი-2006" ზესტ 5-2

ხოლო ფინალური შეხვედრა
,,ტორპედო-1"ქუთაისი -,,ტორპედო-2"ქთ გაიმართება სავარაუდოთ თვის ბოლოს.

სფფ-ის ლიცენზირებისა და მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი ირფფ-ში

22 აგვისტოს ქ. ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების და მონიტორინგის განყოფილების
(უფროსი ბაქარ ჟორდანია) და იმერეთის რეგიონის საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელების შეხვედრა.
ამ შეხვედრაზე ბატონმა ბაქარ ჟორდანიამ ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც მიანიჭებენ
საფეხბურთო სკოლებს შესაბამის IV, III, II და I კატეგორიებს.
საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია იმერეთის რეგიონში დასრულდება 2018 წლის ბოლოს.

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates