1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Home

,,სოკარის რეგიონალური თასი"

3 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა,,სოკარის რეგიონალური თასის" გათამაშება 2004 და 2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
წყალტუბოს ,,26 მაისის" სახელობის სტადიონზე დილის 10 საათზე 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მესამე ადგილის გამოსავლენი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ,,მართვე" ქუთაისი და ,,ქუთაისი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი ,,მართვეს" უპირატესობით წარიმართა. ტაიმის შუაწელს მათ თერთმეტმერიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ანრი უღრელიძემ ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა, თუმცა ტაიმის ბოლოს მაინც ,,მართვემ" იმარჯვა და დიეგო დეისაძის გოლის წყალობით შესვენებაზე ერთბურთიანიუპირატესობით გავიდნენ.
შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. გაცილებით უფრო მოტივირებულნი ,,ქუთაისის" ფეხბურთელები აღმოჩნდნენ, მეორე ტაიმში მათ ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ - (2-1) დაასრულეს.
ამის შემდეგ ფინალური მატჩების ჯერი დადგა. პირველად ერთმანეთს თენგიზ სულქველიძის სახელობის თასის მოსაპოვებლად 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ერთმანეთს ,,ტორპედო" ქუთაისი და ,,კომპლექსური სპორტ.სკოლა" სამტრედია დაუპირისპირდნენ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ პირველ წარმატებას, ტორპედოელებმა მიაღწიეს. ისინი გიორგი გოგსაძის გატანილი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა სამტრედიელმა ლევან ნაჭყეპიამ წონასწორობა მალევე აღადგინა. შეხვედრის ბოლოს გაცილებით უკეთ სამტრედიელები გაისარჯნენ და ლევან გუგუციძის გადამწყვეტი გოლის წყალობით ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
მეორე ფინალური შეხვედრა იუზა ლოსაბერიძის სახელობის თასზე 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სადაც ერთმანეთს ,,სამგურალი" წყალტუბო და ,,სამტრედია" სამტრედია დაუპირისპირდნენ, უფრო დაძაბული, მაგრამ სანახაობრივად ნაკლებად საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი უმეტესად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდა და შეხვედრაც უგოლო ფრით დასრულდა. დებულების თანახმად პენალტების სერია დაინიშნა. საფეხბურთო ლატარეაში უფრო იღბლიანები წყალტუბოელები აღმოჩნდნენ. მათ მეტოქე (4-3) დაამარცხეს და იუზა ლოსაბერიძის სახელობის თასს დაეუფლნენ.
ტურნირზე მოწვეულნი იყვნენ იმერეთის გუბერნატორი ბატონი გივი ჭიჭინაძე, სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. აგრეთვე გამოჩენილი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს პრიზები გადასცეს.
პრიზები გადაეცათ:
2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის:
საუკეთესო მეკარე - ლუკა დეისაძე ,,მართვე" ქუთაისი
საუკეთესო მცველი - ამირან კეთილაძე ,,სამგურალი" წყალტუბო
საუკეთესო ნახევარმცველი - თორნიკე ქოქოშვილი ,,სამტრედია" სამტრედია
საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი რობაქიძე ,,ქუთაისი" ქუთაისი
საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი თოფურია ,,სამგურალი" წყალტუბო
ბომბარდირი - გიორგი პირტახია ,,სამტრედია" სამტრედია.

2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის:
საუკეთესო მეკარე - სოსო კოპალიანი ,,ტორპედო" ქუთაისი
საუკეთესო მცველი - ლუკა ივანაშვილი ,,ჩიხურა" საჩხერე
საუკეთესო ნახევარმცველი - თომა ბერძენაძე ,,ტორპედო" ქუთაისი
საუკეთესო თავდამსხმელი - ლევან ნაჭყებია ,,კომპლექსური სპორტ.სკოლა" სამტრედია
საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკა მღარიშვილი ..მარგვეთი - 2006" ზესტაფონი
ბომბარდირი - თეიმურაზ ქანთარია ,,კომპლექსური სპორტ.სკოლა" სამტრედია

,,სოკარის რეგიონალური თასი"

12 ნოემბერს ,,სოკარის რეგიონალური თასის" გათამაშებაზე 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
პირველ მატჩში ერთმანეთს პირველი ჯგუფის გამარჯვებული ,,სამგურალი" წყალტუბო და მეორე ჯგუფის მეორე ადგილოსანი ,,ქუთაისი" ქუთაისი დაუპირისპირდნენ. წყალტუბოელებმა შეხვედრა მეტოქეზე გაცილებით უკეთ დაიწყეს და გიორგი თოფურიასა და ლუკა წულაიას გოლების წყალობით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. მეორე ტაიმი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა და რეზო ლობჟანიძემ პენალტიდან ერთი გოლის გაქვითვაც მოახერხა, თუმცა მატჩის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს. შეხვედრის ბოლოსკენ მთელი გუნდით შეტევაში ჩართულ ქუთაისლებს ,,სამგურალელთა" კონტრშეტევა გაეპარათ და ლუკა წულაიამ ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - (3-1).
ნახევარფინალის მეორე შეხვედრა ,,სამტრედია" სამტრედიასა და ,,მართვე" ქუთაისს შორის ასევე საინტერესო გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, წინა დღით შედარებით უფრო დასვენებულ სამტრედიელებს მატჩის ბოლოსკენ მეტი ძალა აღმოაჩნდათ, რაც მათ კარგად გამოიყენეს და მიხეილ გერაძისა და ირაკლი მელქაძის გოლების წყალობით შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ამრიგად მესამე ადგილის გამოსავლენ მატჩში ერთმანეთს ,,მართვე" ქუთაისი და ,,ქუთაისი" ქუთაისი შეხვდებიან. შეხვედრა 13 ნოემბერს წყალტუბოში ,,26 მაისის" სახელობის სტადიონზე 10 საათზე გაიმართება.
ტურნირის ფინალური შეხვედრა ასევე 13 ნოემბერს ჩატარდება. ,,სამგურალი" წყალტუბო და ,,სამტრედია" სამტრედია ერთმანეთს იუზა ლოსაბერიძის სახელობის თასის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან.

,,სოკარის რეგიონალური თასი"

წყალტუბოში გრძელდება ,,სოკარის რეგიონალური თასის" გათამაშება 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. 11 ნოემბერს ქვეჯგუფების ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
I ჯგუფი
1. ,,მართვე" ქუთაისი - ,,სამგურალი" წყალტუბო 1-2
2. ,,მართვე" ვანი - ,,ტორპედო" ქუთაისი 0-5
II ჯგუფი
1. ,,სამტრედია" სამტრედია - ,,საპოვნელა" თერჯოლა 5-0
2. ,,ქუთაისი" ქუთაისი - ,,მარგვეთი - 2006" ზესტაფონი 2-0
ამრიგად 12 ნოემბერს გასამართ ნახევარფინალურ მატჩებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
,,სამგურალი" წყალტუბო - ,,ქუთაისი" ქუთაისი
,,მართვე" ქუთაისი - ,,სამტრედია" სამტრედია
ბომბადირთა დავაში 5-5 გატანილი ბურთით წყალტუბოელი გაგა ჯიმშელეიშვილი და სამტრედიელი გიორგი პირტახია დაწინაურდნენ.

,,სოკარის რეგიონალური თასი"

წყალტუბოში გრძელდება ,,სოკარის რეგიონალური თასის“ გათამაშება 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. 10 ნოემბერს მეორე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:

I ჯგუფი

1. ,,ტორპედო“ ქუთაისი - ,,მართვე“ ქუთაისი  1-6
2. ,,სამგურალი“ წყალტუბო - ,,მართვე“ ვანი  8-0

II ჯგუფი

1. ,,საპოვნელა“ თერჯოლა - ,,ქუთაისი“ ქუთაისი  0-3
2. ,,მარგვეთი - 2006“ ზესტაფონი - ,,სამტრედია“ სამტრედია  0-0

 

მეორე ტურში თავი წყალტუბოელმა გაგა ჯიმშელეიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც მეტოქეს ოთხი ბურთი გაუტანა.

ორი ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაშიც ჯიმშელეიშვილი დაწინაურდა, რომელსაც ხუთი გოლი დაუგროვდა. მას 4-4 გატანილი ბურთით ჭაბუკი ლაბაძე (,,მარგვეთი - 2006“) და ონისე აფრიდონიძე (,,მართვე“ ქუთაისი) ფეხდაფეხ მიჰყვებიან. 

,,სოკარის რეგიონალური თასი"

იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით წყალტუბოში გრძელდება სოკარის რეგიონალური თასის გათამაშება.
9 ნოემბერს სტარტი აიღო ვეტერანი ფეხბურთელის, წლების მანძილზე ქუთაისის ,,ტორპედოს" კაპიტნის იუზა ლოსაბერიძის სახელობის ტურნირმა.
გათამაშებაში, რომელიც 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის ტარდება იმერეთის რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ქვეჯგუფად არიან გაყოფილნი. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალურ წყვილებს შეადგენენ. ისინი ჯვარედინი პრინციპით გაეჯიბრებიან ერთმანეთს. ნახევარფინალში დამარცხებულები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, მოგებულები კი 13 ნოემბერს ერთმანეთს ფინალურ მატჩში შეხვდებიან, რომლის გამარჯვებული იუზა ლოსაბერიძის სახელობის თასს დაეუფლება.
გაიმართა პირველი ტურის შეხვედრები, რომლებიც შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
I ჯგუფი
,,ტორპედო" ქუთაისი - ,,სამგურალი" წყალტუბო 2-2
,,მართვე" ქუთაისი - ,,მართვე"" ვანი 6-0
II ჯგუფი
,,მარგვეთი - 2006" ზესტაფონი- ,,საპოვნელა" თერჯოლა 10-0
,,სამტრედია" სამტრედია - ,ქუთაისი" ქუთაისი 4-1
ტურნირის პირველ დღეს თავი ზესტაფონელმა ჭაბუკი ლაბაძემ და სამტრედიელმა გიორგი პირტახიამ გამოიჩინეს, რომლებმაც მეტოქეებს შესაბამისად 4 და 3 გოლი გაუტანეს.



იუზა ლოსაბერიძის სახელობის თასი (U-13)
I ჯგუფი
I ტური: 9 ნოემბერი, ხუთშაბათი
1. ,,ტორპედო" - ,,სამგურალი" 2-2
2. ,,მართვე" ქუთაისი - ,,მართვე" ვანი 6-0
II ტური: 10 ნოემბერი, პარასკევი
1. ,, სამგურალი" - ,,მართვე" ვანი 8-0
2. ,,ტორპედო" - ,,მართვე" ქუთაისი 1-6
III ტური: 11 ნოემბერი, შაბათი
1. ,,მართვე" ქუთაისი- ,, სამგურალი" 1-2
2. ,,მართვე" ვანი ,,ტორპედო" 0-5
1/2 ფინალი: 12 ნოემბერი, კვირა
1. Iჯგ1ადგ - IIჯგ2ადგ
2. Iჯგ2ადგ - IIჯგ1ადგ
III ადგილი: 13 ნოემბერი, ორშაბათი
ფინალი: 13 ნოემბერი, ორშაბათი
II ჯგუფი
I ტური: 9 ნოემბერი, ხუთშაბათი
1. ,,მარგვეთი - 2006" - ,,საპოვნელა" 10-0
2. ,,სამტრედია" - ,,ქუთაისი" 4-1
II ტური: 10 ნოემბერი, პარასკევი
1. ,,საპოვნელა" - ,,ქუთაისი" 0-3
2. ,,მარგვეთი - 2006" - ,,სამტრედია" 0-0
III ტური: 11 ნოემბერი, შაბათი
1. ,,სამტრედია" - ,,საპოვნელა" 5-0
2. ,,ქუთაისი" - ,,მარგვეთი - 2006" 2-0
1/2 ფინალი:12 ნოემბერი, კვირა
1. Iჯგ1ადგ - IIჯგ2ადგ
2. Iჯგ2ადგ - IIჯგ1ადგ
III ადგილი: 13 ნოემბერი, ორშაბათი
ფინალი: 13 ნოემბერი, ორშაბათი

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates