1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Home

30 წელი დაარსებიდან - უეფას წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას

uefa logo e34a4fa4ebcb1fce5a1ec0ec4d6535f2

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სახელით უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 30 წლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ლევან კობიაშვილს

ძვირფასო ლევან, ძვირფასო მეგობრებო,

უეფა-ს სახელით ვულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მასთან დაკავშირებულ ყველა პირს 30 წლის იუბილეს. მას შემდეგ, რაც სფფ 1990 წლის თებერვალში დაარსდა და მოგვიანებით უეფა-ს რიგებს შეუერთდა, ის მუდმივად მხარს უჭერს ევროპული ფეხბურთის განვითარებას.

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე საქართველო არაერთი გამორჩეული ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ხოლო 2015 წელს ქვეყანამ ძალზე წარმატებით უმასპინძლა უეფა-ს სუპერთასის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ მატჩს.

ჩვენთვის ასევე შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც სფფ ყველა დონეზე ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას. 2017 წელს თქვენ წარმატებით უმასპინძლეთ უეფა-ს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, სადაც საქართველოსა და ჩეხეთს შორის შეხვედრას 25,000 გულშემატკივარი დაესწრო.

მიმდინარე წლის ზაფხულში ახლა უკვე 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი მოექცევა ყურადღების ცენტრში. ეს ტურნირი ასევე ჩატარდება საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც მასობრივ, ისე პროფესიულ დონეზე ქალთა ფეხბურთის განვითარებას.

აღნიშნული ტურნირის მატჩებს ქვეყნის სამი რეგიონი უმასპინძლებს, რაც უეფა-ს დაფინანსებითა და სფფ-ის ორგანიზებით განხორციელებული პროექტების მემკვიდრეობას კიდევ უფრო ფართო მასშტაბით უზრუნველყოფს და ფინალურ ტურნირთან დაკავშირებით ქალთა ფეხბურთის პროფილს აამაღლებს.

უეფა-ს ქალთა ფეხბურთის განვითარების პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით უკვე განვითარდა საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი. ასევე მნიშვნელოვანი იყო საკლუბო ლიცენზირების პროცესის დანერგვა, რის შედეგადაც თითოეულ კლუბს მომავალში სულ ცოტა ერთი ასაკობრივი გუნდი ეყოლება.

ახალგაზრდულ ფეხბურთში ინვესტიციის ჩადებით სფფ უზრუნველყოფს ქართული ფეხბურთის მომავალს როგორც კაცებს, ისე ქალებს შორის.

ამავდროულად, თქვენ მომავალი თაობებისთვის უზრუნველყოფთ საუკეთესო პირობებს, რათა მათ შეისწავლონ ფეხბურთი. უეფა-ს "ჰეტ-ტრიკის" პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით სფფ-მ ააშენა საფეხბურთო აკადემია, სადაც მწვრთნელების მიერ შერჩეული, 14-იდან 17-წლამდე ასაკის 100 ბავშვი უფასოდ გაივლის მომზადებას.

თქვენ ასევე გსურთ, რომ საზოგადოების ყველა წევრს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მისცეთ. საქართველო პროექტის "ფეხბურთი სკოლებში" ერთ-ერთი პირველი მონაწილე იყო. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მასობრივი ფეხბურთის კულტურის დანერგვასა და განვითარებას. მისი მეშვეობით თქვენ გაამყარებთ თქვენს ურთიერთობებს რეგიონალურ ასოციაციებთან, მუნიციპალიტეტებთან, სკოლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც საბოლოო ჯამში ფეხბურთში ჩართული ყველა ადამიანი ისარგებლებს.

ჩვენთვის სასიხარულოა ისიც, რომ სფფ დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. უეფა-ს აკადემიის მეშვეობით თქვენი ფედერაციის 21 თანამშრომელს უკვე წარმატებით აქვს გავლილი ისეთი პროგრამები, როგორიცაა უეფა-ს სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში და უეფა-ს დიპლომი ფეხბურთის მენეჯმენტსა და ხელმძღვანელობაში. აღნიშნული კურსებიდან მოპოვებული ცოდნა თქვენ დაგეხმარებათ ქართულ ფეხბურთში ჩართულ პირთა გადამზადებაში, რაც აუცილებელია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის.

სფფ-ის მიერ გაწეულ სამუშაოს უკვე მოჰყვა შედეგები. თქვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა უეფა-ს ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, სადაც მან თავისი შესარჩევი ჯგუფი მოიგო, პლეი-ოფში გავიდა და ახლა მხოლოდ ორ მატჩი აშორებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატიდან.

მსურს წარმატება ვუსურვო სფფ-ს და მადლობა გადავუხადო თითოეულ მის თანამშრომელს მათი მუდმივი თავდადებისა და ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენს რეგიონში ფეხბურთის განვითარებასა და შემდეგი თაობებისთვის ფეხბურთის მომავლის უზრუნველყოფაზე არის მიმართული.

გილოცავთ იუბილეს და წარმატებას გისურვებთ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში.

პატივისცემით,

ალექსანდერ ჩეფერინი

უეფა-ს პრეზიდენტი

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა

uefa logo e34a4fa4ebcb1fce5a1ec0ec4d6535f2

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წლის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. ფეარ პლეის შედეგების გათვალისწინებით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა. მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი ქვეყანა, ფეარ პლეის თვალსაზრისით ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესით პირველ ადგილს იკავებს. საქართველომ აღნიშნული პრიზი უკვე მეორედ მიიღო და პირველად 2016/17 წლებში დაჯილდოვდა.

წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია, ფეარ პლეის შეფასება, რომელიც საქართველომ უეფას ეგიდით გამართულ როგორც საკლუბო, ისე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩებზე მიიღო 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისამდე.

შეფასება დამოკიდებულია უეფა-ს ფეარ პლეის ანგარიშზე, რომელსაც თითოეული მატჩის შემდეგ უეფა-ს მატჩის დელეგატი ადგენს მსაჯებთან და დამკვირვებლებთან კონსულტაციის შედეგად.

ფეარ პლეის მთავარი ჯილდო მიმდინარე სეზონში ფინეთს გადაეცა. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდოს მფლობელი კი ფარერის კუნძულები გახდა. სამივე ფედერაცია, უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

GFF Awards 2019

KJR 5852


27 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.GFF AWARDS 2019-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს. ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა გახდა. გამოცდილმა ნახევარმცველმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით 86 შეხვედრა აქვს გამართული, წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მეორედ მიიღო.

2019 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთო)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო გოლი - გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

2019 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები)

2019 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი)

2019 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

2019 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - რევაზ კუკულაძე (ლანჩხუთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი - ირაკლი კვირიკაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2019 წლის სეზონში გამორჩეულ 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ.

17-წლამდე

ოქროს მედალი - ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი)
ვერცხლის მედალი - გიორგი აბუაშვილი (დინამო, თბილისი)
ბრინჯაოს მედალი - ოთო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია, თბილისი)

19-წლამდე

ოქროს მედალი - გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი)
ვერცხლის მედალი - ცოტნე კაპანაძე (რუსთავი)
ბრინჯაოს მედალი - ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია)

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც აღნიშნული მოთამაშეების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა ფულად ჯილდოს მიიღებენ. ბრინჯაოს მედალი - 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი - 3 000 ლარი, ოქროს მედალი - 5 000 ლარი.

გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ქართველ ჟურნალისტებს თენგიზ პაჭკორიას და დემიკო ლოლაძეს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კი, თემურ ჩხაიძეს, გიგლა იმნაძესა და ბეგი სიხარულიძეს სპორტის რაინდის წოდება გადასცა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. სპეციალური პრიზები მიიღეს:

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი).

2019 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი - ლევან კუტალია (დინამო, თბილისი - 20 გოლი)

2019 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გურამ სამუშია (სამტრედია)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის ბომბარდირი - გიორგი ნიქაბაძე (მერანი, თბილისი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - კახა კაჭარავა (სამტრედია)


დაჯილდოებაზე ასევე დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:


მეკარე: ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), ვიქტორ მონხილი (დინამო, თბილისი), გურამ გიორბელიძე (დილა, გორი)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი), ლევან კუტალია (დინამო, თბილისი)


ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი - გიორგი აჩელაშვილი (3000 ლარი), მეორე ადგილი - შალვა ჯანაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი - გაგი კირთაძე (1000 ლარი).

GFF AWARDS 2019-ზე ეროვნული ლიგის „ჩემი პროგნოზის" გამარჯვებულს გიორგი რთველიაშვილს საჩუქრად სონი ფლეისთეიშენი გადაეცა.


-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელა

3660720 DSC 4618

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას ფეხბურთის კომიტეტს თავჯდომარის რანგში პირველად უხელმძღვანელა.

ქალაქ ნიონში უეფას ცენტრალურ ოფისში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც უეფა-ს საშეჯიბრო მიმართულების ხელმძღვანელი - ჯორჯო მარკეტი, ასევე თავჯდომარის მოადგილე - ბორისლავ მიხაილოვი და კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ, ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის, თამაშის წესებთან, ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო წესდებასთან, საგანმანათლებლო თუ ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომის დაწყებამდე, ლევან კობიაშვილი უეფას ტრადიციის მიხედვით, კომიტეტის ახალ წევრებს მიესალმა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მომდევნო ფეხბურთის კომიტეტის სხდომა 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის თავჯდომარედ მიმდინარე წლის მაისში აირჩიეს და ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლამდე დაიკავებს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დასრულდა ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესი

KJR 4573

დასრულდა ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 94-მა ფეხბურთის სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სკოლებს სფფ-ს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე 4 სხვადასხვა კატეგორია მიენიჭათ.


I კატეგორია - ფეხბურთის აკადემია (4 სკოლა)
II კატეგორია - ფეხბურთის სკოლა (12 სკოლა)
III კატეგორია - ფეხბურთის საბაზისო სკოლა (10 სკოლა)
IV კატეგორია - ფეხბურთის წრე (68 სკოლა)

ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროექტი ემსახურება საქართველოში ახალგაზარდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, სფფ-ის ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელებას; ახალგაზრდულ სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეფასებას და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას.

დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: "დღეს მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის სკოლების დაფინანსებას და მხარდაჭერას ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. წლებია, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვადასხვა აქტივობებით, აქტიურად ვუჭერთ მხარს და ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას.
სკოლებისთვის კატეგორიების მინიჭების საფუძველზე ყველა რეგისტრირებულ სუბიექტს დამატებითი ფინანსური დახმარება ექნება განვითარების ფონდის მხრიდან. 2018 წლის შემდეგ სკოლების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა გაიზარდა და წელს პროექტის ფარგლებში უკვე მილიონ ექვსას ოცი ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა შესაბამისად გადაუნაწილდება 4 კატეგორიაში შემავალ 94 ფეხბურთის სკოლას. აღნიშნული თანხა მოხმარდება თავად სკოლების განვითარებას."

პროგრამული დაფინანსება განკუთვნილია საფეხბურთო სკოლების ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ ხარჯებს, სპორტული ინვენტარის შეძენას, მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას, საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებისა და ორგანიზების, სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯებს და სხვა საკითხებს, რაც გათვალისწინებულია სკოლების კატეგორიზაციის დებულებებში, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის და წინასწარ წერილობით თანხმდება ფონდთან.

კატეგორიზაციის პროცესს წინ უძღოდა აღწერის პროექტი, რომლის დროსაც ფედერაციის მონიტორინგის სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით პოტენციურ კანდიდატ სკოლებში ვიზიტით, ადგილზე შეისწავლა სიტუაცია და მოახდინა სკოლების აღწერა.

შედეგების გაანალიზების და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა სკოლების კატეგორიზაციის დებულებები, რომლებიც ძალაში შევიდა, სფფ-ის აღმასკომის მიერ 2018 წ. ივნისში დამტკიცების შემდეგ და ამოქმედდა 2-წლიანი საპილოტე ციკლი 2018-2019 წლებისთვის. 2020 წლიდან კი კატეგორიზაციის რეგულარული 3-წლიანი ციკლები დაიწყება.

აღნიშნული პროექტის ინიციატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფინანსურ მხარდაჭერას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ახორციელებს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates