საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ირფფ-ს რიგით მე-5 პრეზიდენტი დავით რუხაძე გახდა

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.
ირფფ-ს რიგით მე-5 პრეზიდენტი დავით რუხაძე გახდა.

მან საფეხბურთო კარიერა ქუთაისის "ტორპედოს" დუბლებში დაიწყო და იმ დროს სსრკ-ის ასაკობრივი ნაკრების წევრიც იყო. შემდეგ, თამაშობდა "მეშახტეში", "საპოვნელაში", სამტრედიის "ლოკომოტივში".

ეროვნული ჩემპიონატის საწყის წლებში ხობის "კოლხეთში, ჭიათურის "მაღაროელში", ბოლნისის "სიონში" და მშობლიურ "ტორპედოში" ითამაშა, ასევე თამაშობდა საზღვარგარეთაც. კერძოდ, გამოდიოდა: უკრაინულ "დესნასა" და ეკატერინბურგის "ურალმაში" (ახლანდელი "ურალი").

რაც შეეხება მწვრთნელობის პერიოდს, 1998-2010 წლებში დავით რუხაძე ქუთაისის "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მთავარი მწვრთნელი იყო და ასევე, ხელმძღვანელობდა იმერეთის ნაკრებს, შემდეგ კი 5 წლის განმავლობაში ტყიბულის "მეშახტეს" თავკაცობდა.

ირფფ-ს პრეზიდენტის პოსტზე მისი კონკურენტები იყვნენ იმ დროისთვის მოქმედი პრეზიდენტი, ვალერი მანაგაძე და "ტორპედოს" ყოფილი კაპიტანი, შოთა ოქროპირაშვილი.

ვალერი მანაგაძემ ყრილობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

არჩევნებზე დავით რუხაძემ დელეგატთა 9 ხმა მიიღო, შოთა ოქროპირაშვილმა კი - 5 ხმა.

შესაბამისად, ირფფ პრეზიდენტი დავით რუხაძე გახდა.

  • გადასვლები: 2804