1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები„დასავლეთის თასი 2017“-ს გათამაშება იწყება

„დასავლეთის თასი 2017“-ს გათამაშება იწყება

alt

14 თებერვლიდან იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია ტრადიციული ზამთრის ტურნირის ჩატარებას იწყებს. ორგანიზატორებმა იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონის ის გუნდები, რომლებიც დამდეგი საფეხბურთო სეზონიდან რანგით მე-3 და მე-4 ლიგებში იასპარეზებენ, ორ ჯგუფში გადაანაწილეს. წრიული სისტემის შემდეგ პირველ-მეორე ადგილზე გასულები, ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან და 26 თებერვალს ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდებიან. ფინალი, რომლის გამარჯვებულს დასავლეთის თასი გადაეცემა, გაზაფხულის პირველ დღეს უნდა გაიმართოს.
ღია ტურნირი ქუთაისის"ტორპედოს" საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატჩებით გაიხსნება. მომავალ სამშაბათს, აქ ორი რეგიონული (ჯერ იმერული, შემდეგ მეგრული) დერბი შედგება. 10 საათიდან ერთმანეთის პირისპირ "ტორპედო-2" და ხონის "იმერეთი" წარსდგებიან, ორიოდე საათში კი, ჩხოროწყუს "ლესიჭინე" მარტვილის "სალხინოსთან" იპაექრებს.

Free business joomla templates