1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეებიტყიბულის "მეშახტეს" ტრიუმფი

ტყიბულის "მეშახტეს" ტრიუმფი

alt

მეორე წელიწადია, რაც რამდენიმე ქართული გუნდი ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს ნაყოფიერად იყენებს და საინტერესო ტურნირში მონაწილეობს. "მარკ სტარსის თასი" - ასე ჰქვია ამ ტურნირს, რომლის ორგანიზატორებიც საფეხბურთო კლუბ "მარკ სტარსის" პრეზიდენტი კელვინ ბლეკი და ამავე კლუბის სპორტული დირექტორი თენგიზ სულაქველიძე (უმცროსი) არიან.

წლევანდელ გათამაშებაში 6 გუნდი მონაწილეობდა: "რუსთავი", ტყიბულის "მეშახტე", "გორი", "მარკ სტარსი", "მარკ სტარსი-2" და "ვიტ ჯორჯია-2". ამ ექვსმა გუნდმა ერთ წრედ იასპარეზა და საბოლოოდ, ფინალში მონაწილეობის უფლება "რუსთავმა" და "მეშახტემ" მოიპოვეს.
ეს გუნდები "მარკ სტარსის თასის" ჯგუფურ ეტაპზე ამ ათი დღის წინაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება (4:2) ვარლამ კილასონიას დამოძღვრილმა "რუსთავმა" მოიპოვა. თუმცა, გუშინ მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" გამართულ ფინალში ტყიბულელთა გუნდმა იმარჯვა (2:1) და "მარკ სტარსის თასის" მეორე გათამაშების გამარჯვებულიც კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეშახტე" გახდა.

"მარკ სტარსის თასის" ფინალში გუნდებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

"რუსთავი": ალავიძე, მინდორაშვილი, ე. კილაძე, აფაქიძე, გაფრინდაშვილი, ქათამაძე, სიჭინავა, ციცვიძე, ცაცკრიალაშვილი, გოგინაშვილი, ჩიმაკაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მერლანი, გოცაძე, ნარიმანიძე, სამადაშვილი, ჩიკვაიძე, კობახიძე.
"მეშახტე": ნონოსი, კოჩიევი, აფხაზავა, მჭედლიშვილი, ჭოხონელიძე, კიკაბიძე, ყურულაშვილი, ვეკუა, გვენეტაძე, გედენიძე, ჭკუასელი;
შეცვლაზე შევიდნენ: ქართველიშვილი, ჩუბინიძე, გ. ლობჟანიძე, ნვანკვო, ბრეგაძე.

ფინალურ მატჩში პირველი გოლი 59-ე წუთზე გიორგი ვეკუამ გაიტანა: "მეშახტეს" ახალწვეულმა პენალტი ზუსტად გამოიყენა; 72-ე წუთზე თავი ამჯერად "რუსთავის" ახალწვეულმა, რატი ცაცკრიალაშვილმა გამოიჩინა. და აი, როცა ყველა პენალტების მოლოდინში იყო, "მეშახტეს" ნიგერიელმა ლეგიონერმა მარტინს ნვანკვომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Free business joomla templates