1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეებივასილ ტროიანი - 70

ვასილ ტროიანი - 70

18 თებერვალს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაში შეკრებილმა ვეტერანებმა, წარსულში ცნობილი თავდამსხმელის ვასილ ტროიანის 70 წლის იუბილე აღნიშნეს. იდეის განხორციელება, ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა კახა არსენიძემ ითავა.
ვასილ ტროიანმა ფეხბურთელის აქტიური კარიერა გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში დაასრულა. იგი სხვადასხვა პერიოდულობით ლანჩხუთის "გურიაში", ტყიბულის "მეშახტესა" და ქუთაისის "იმერეთში" თამაშობდა. სსრკ პირველობის II ლიგასა და საქართველოს ჩემპიონატებში მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობამ 200-ს ბევრად გადააჭარბა.
"ფეხბურთია ჩემი სიცოცხლე - მეტი არაფერი ვიცი. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ 16 წელი სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად ვიმუშავე. ახლა კი, პენსიაზე ვარ. ძალიან გამიხარდა კოლეგებმა და მეგობრებმა ასეთი დასამახსოვრებელი დღე რომ მომიწყვეს. ბედნიერი კაცი ვარ", - ამბობს იუბილარი.
ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ, ვასილ ტროიანს საპატიო თასი და სიგელი გადასცა, ხოლო ყოფილმა ტორპედოელმა ნოდარ სარჯველაძემ, მას შეხვედრაზე მყოფი ვეტერანი ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი უსახსოვრა.

Free business joomla templates