1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

HomeსიახლეებიU13 – არასტუმართმოყვარე მასპინძლები

U13 – არასტუმართმოყვარე მასპინძლები

ირფფ-ს ორგანიზებული გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშებაზე დღეს გამართულ 5 მატჩში სტუმრებმა ერთადერთ შემთხვევაში შეძლეს ქულის მოპოვება. IV ტურის შემდეგ ტურნირს უდანაკარგოდ ლიდერობს ქუთაისის "მართვე", რომელსაც კვალში "სამტრედია" უდგას.

"ქუთაისი" – "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 0:0
"სამტრედია" – "ბახმარო" (ჩოხატაური) 3:0
"შუქურა" (ქობულეთი) – "ტორპედო" (ქუთაისი) 4:1
"მართვე"(ქუთაისი) – "საფეხბურთო სკოლა" (ლანჩხუთი) 1:0
"დინამო" (ბათუმი) – "ჩიხურა" (საჩხერე) 3:0

ტურის ერთადერთი მატჩი, სადაც სტუმრებმა ქულის მოპოვება შეძლეს, ქუთაისის "კოლხიდაზე" ჩატარდა. რიონისპირელთა ზესტაფონელ სტუმრებს მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ზურაბ მაისურაძემ 51-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა - 0:0.

ოთარ ზაქარეიშვილის გაწრთვნილმა "სამტრედიამ" ჩოხატაურის "ბახმაროს" ირაკლი მელქაძის ჰეთ თრიკის (1, 51, 54-პენ.) წყალობით მოუგო- 3:0.

კვლავ ქულაც ვერ მოიპოვეს ქუთაისის "ტორპედოს" 2004-წლამდელებმა. ამჯერად მათ ქობულეთში წააგეს იქაურ "შუქურასთან" (მწრთვნელი თემურ ჯაფარიძე). გამარჯვებულთაგან გოლის ავტორები არიან საბა მგელაძე (15), ნუკრი ნოღაიდელი (30), დემეტრე კომახიძე (36), გიორგი ზამბახიძე (45). იმერელთა შორის კი, გოლი დავით მშვილდაძემ (34) მიითვალა.

მინიმალური ანგარიშით იმარჯვა გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ქუთაისის "მართვემ". მერაბ შანიძის შეგირდებმა 37-ე წუთზე ონისე აფრიდონიძის მიერ გატანილი გოლით მოიგეს - 1:0.
საჩხერის "ჩიხურას" 3 უპასუხო გოლით მოუგო ბათუმის "დინამომ". საბა ზოიძემ (11), ბექა ხიმშიაშვილმა (17) და გიორგი მამულაშვილმა (39) ვალერიან შანიძის გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანეს - 3:0.

Free business joomla templates