საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ჯუმბერ ხაჟალიას ტურნირზე ”მართვე” დაწინაურდა

დღეს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ ღია ჩემპიონატებზე 3 მატჩი გაიმართა. 2002-წლამდელთა გათამაშებაზე ტურის ცენტრალური დაპირისპირება შედგა ჭიათურაში, სადაც დღემდე ორი უდანაკარგო გუნდი - ადგილობრივი სპორტსკოლა და ქუთაისის "მართვე" შეხვდნენ ერთმანეთს. სტუმრებმა 3:1 მოიგეს და ცხრილის სათავეში დაიმკვიდრეს ადგილი.

"საირმე" (ბაღდათი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 2:0 (2:0)

"სპორტსკოლა" (ჭიათურა) - "მართვე" (ქუთაისი) 1:3 (0:1)

2006 წლამდე ჭაბუკებში კვირას გასამართი ერთი მატჩი შედგა ქობულეთში. "შუქურამ" "ქუთაისს" უმასპინძლა და 3:2 მოუგო. ანგარიში სტუმარმა ბექა რუხაძემ 21-ე წუთზე გახსნა და პირველი 25-წუთეულიც რიონისპირელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში ჯერ მამუკა ჩხარტიშვილმა (32) გაათანაბრა, მერე ლაშა კახიძემ (40) დააწინაურა აჭარლები, ბოლოს კი თამაზ ხოროშვილმა (48) "შუქურა" ორი ბურთით გაიყვანა წინ. ქუთათურებმა, კერძოდ კი ამირან ტყეშელაშვილმა, მატჩის ბოლო წუთზე (50) საბოლოო შედეგში მასპინძელთა მინიმალური უპირატესობა დააფიქსირა.

  • გადასვლები: 2943