1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეებიირფფ-სა და ქუთაისის მერიის ერთობლივ ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

ირფფ-სა და ქუთაისის მერიის ერთობლივ ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

7 მაისს, ჭომის სტადიონზე დასრულდა ფეხბურთში 13 მაისის ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირის ჯგუფური ეტაპი. მასში 2005 წლამდე ჭაბუკებით დაკომპლექტებული იმერეთის რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა.

I ჯგუფის III ტურის მატჩები ასეთი შედეგებით დამთავრდა:

"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "ტორპედო" (ქუთაისი) 1:3 (1:2)
"სამტრედია" - "საპოვნელა" (თერჯოლა) 3:1 (1:0)

მარგველებისა და ქუთათურების დაპირისპირებას ჯგუფში პირველი ადგილის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის საუკეთესო მეგოლემ ალეკო ბასილაძემ (მას სულ 5 გოლი აქვს გატანილი) მე-14 წუთისთვის დუბლი შეასრულა, რასაც ზესტაფონელმა ზაზა კიკნაველიძემ (18) მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა. მეორე ტაიმში დავით მშვილდაძემ (26) კიდევ ერთი გაიტანა და "ტორპედოს" ჯგუფის ლიდერობა ეჭვგარეშე დატოვა - 1:3.

"სამტრედია" "საპოვნელასთან" მატჩში მე-14 წუთზე ერეკლე ხუჭუას ზუსტმა დარტყმამ დააწინაურა. ლევან ჯვარშეიშვილმა და ზურაბ ბახტაძემ მეორე ტაიმში გაუტანეს თერჯოლელებს. რამაზ გურაბანიძის გაწრთვნილთაგან გოლის ავტორი შოთიკო დიაკონიძე (41) გახდა, რომელმაც საჯარიმო დარტყმიდან შეძლო სამტრედიელთა კარის დალაშქვრა - 3:1.

#

გ უ ნ დ ე ბ ი

1

„ტორპედო“ (ქუთაისი)

3

3

0

0

11-2

9

2

„მარგვეთი 2006“ (ზესტაფონი)

3

2

0

1

7-5

6

3

„სამტრედია“

3

1

0

2

5-7

3

4

„საპოვნელა“ (თერჯოლა)

3

0

0

3

2-11

0

ორი მატჩი გაიმართა II ჯგუფშიც:

"ჩიხურა" (საჩხერე) - "მართვე" (ვანი) 1:1 (0:1)
"იმერეთი" (ხონი) - "მართვე" (ქუთაისი) 1:4 (1:3)

ნახევარფინალში მოხვედრის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან საჩხერის "ჩიხურამ", რომელსაც საამისოდ ვანელთა დამარცხება მართებდა. მატჩის პირველსავე წამებზე ანგარიში "მართვეს" სასარგებლოდ ლუკა მსხილაძემ გახსნა. კობა ლორთქიფანიძის შეგირდებს ამის გარდაც არაერთი გოლის გატანა მართებდათ, თუმცა შეტევის დასკვნით ფაზაში უზუსტოდ ირჯებოდნენ. ზემოიმერლებმა გათანაბრება მათი კაპიტნის იური ერაძის ზუსტი დარტყმით 30-ე წუთზე შეძლეს, რის შემდეგაც მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1.

ამ შედეგის შემდეგ ნახევარფინალში თანაქალაქელ ტორპედოელებთან დაწყვილების შანსი გაუჩნდათ ვალერი კუბლაშვილის გაწრთვნილ მართველებს. მათ მეტოქედ ხონის "იმერეთი ჰყავდათ. ანგარიში მათე ენდელაძემ მე-11 წუთზე გახსნა, რასაც ხონელმა მურთაზ გაბრიჩიძემ 22-ე წუთზე უპასუხა. ტაიმის ბოლო 2 წუთში ორი ზუსტი დარტყმით გამოიჩინა თავი ქუთაისელთა კაპიტანმა ლუკა ბრეგაძემ, რასაც მატჩის მეორე ნახევარში ბერიკა ბერეკაშვილმა (35) ერთიც დაამატა და "მართვეს" პლეი ოფი გაუნაღდა - 1:4.

#

გ უ ნ დ ე ბ ი

1

„მართვე“ (ვანი)

3

2

1

0

8-2

7

2

„მართვე“ (ქუთაისი)

3

2

0

1

6-5

6

3

„ჩიხურა“ (საჩხერე)

3

1

1

1

4-3

4

4

„იმერეთი“ (ხონი)

3

0

0

3

2-10

0

ამრიგად, გუნდები 13 მაისს გასამართ ნახევარფინალში ასე დაწყვილდნენ:

"ტორპედო" (ქუთაისი) - "მართვე" (ქუთაისი)
"მართვე" (ვანი) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი)

ტურნირის საუკეთესო მეგოლეების სია:

ალეკო ბასილაძე ("ტორპედო") - 5
ლუკა ოქროპილაშვილი ("მართვე" ვანი) - 4
ნიკა მღარიშვილი ("მარგვეთი 2006") - 3
ლუკა ბრეგაძე ("მართვე" ქუთაისი) - 3

Free business joomla templates