1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები2002-წლამდელებში ლიდერებმა ისევ იმარჯვეს

2002-წლამდელებში ლიდერებმა ისევ იმარჯვეს

10 მაისს, ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშებაზე (2002-წლამდელი ჭაბუკები) მეექვსე ტურის 3 მატჩი გაიმართა:

"იმერეთი" (ქუთაისი) - "იმერეთი" (ხონი) 6:2 (3:2)
"მართვე" (ქუთაისი) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 3:0 (1:0)
"საირმე" (ბაღდათი) - "სპორტსკოლა" (ჭიათურა) 2:2 (1:2)

კვლავ იმარჯვა უკონკურსოდ მოასპარეზე ქუთაისის "იმერეთმა". ამჯერად, ტარიელ კვატაშიძისა და სოსო ფხაკაძის გაწრთვნილებმა ხონელებს სძლიეს (6:2) და "უგვირგინო" ლიდერობა ისევ შეინარჩუნეს.

გათამაშების დე-იურე ლიდერს რაც შეეხება, იგი ტურნირის ერთადერთი უდანაკარგო მონაწილე ქუთაისის "მართვეა" (მწრთვნელები: ზვიად ენდელაძე, გოგი გაბიჩვაძე). რიონისპირელებმა დღეს ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს გაუტანეს 3 უპასუხო გოლი. აღსანიშნავია მიქაელ მამასახლისის დუბლი (38, 68), რომლის წყალობით მას სეზონში უკვე 10 გოლი გაუხდა გატანილი და იგი კიდევ უფრო დაშორდა საბომბარდირო დავაში უახლოეს მდევარს.

ტურის კიდევ ერთი მატჩი 13 მაისს თერჯოლაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "საპოვნელა" ამბროლაურის "რაჭას" უმასპინძლებს.

Free business joomla templates