საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

სტუმართა პრესტიჟი ქუთაისის "იმერეთმა" დაიცვა

დღეს, ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე სრული IX ტური გაიმართა, რომელშიც ერთადერთმა სტუმარმა იმარჯვა, დანარჩენ მატჩებში კი მხოლოდ მასპინძლებმა მოიგეს.

"საპოვნელა" (თერჯოლა) – "იმერეთი" (ქუთაისი) 2:5 (0:3)
"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) – "სამტრედია" 2:1 (1:0)
"ტორპედო" (ქუთაისი) – "ხვამლი" (ცაგერი) 3:0 (2:0)
"მართვე" (ქუთაისი) – "მართვე" (საჩხერე) 4:0 (2:0)
"შუქურა"(ქობულეთი) – "სპორტსკოლა" (სამტრედია) 2:1 (1:0)
"მართვე" (ვანი) – "იმერეთი" (ხონი) 3:0 (0:0)

2005-წლამდელ (U12) თერჯოლელთა და ქუთაისელთა დაპირისპირებაში ანგარიში სტუმარმა ვალერი წულუკიძემ მე-15 წუთზე გახსნა. "იმერეთის" რიგებში ჰეთ თრიკი მიითვალა აკაკი ბარქაიამ (25, 27, 54), ხოლო კიდევ ერთი გოლი ჯემალ დეისაძის (44) ანგარიშზეა. "საპოვნელას" რიგებში თავი საბა რობაქიძემ (39) და გელა აფხაიძემ (47) გამოიჩინეს - 2:5.

ზესტაფონელებმა "სამტრედიას" სამტრედიაში უმასპინძლეს. მე-2 წუთზე ნიკა მღარიშვილის მიერ გატანილ გოლს ტატო ცხადაძემ 54-ე წუთზე ერთიც მიუმატა. ერთადერთი რაც პირობითმა სტუმრებმა შეძლეს, მატჩის ბოლოსწინა წუთზე (ზუკა ბახტაძე) ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 2:1.

ქუთაისის "ტორპედომ" ცაგერის "ხვამლი" საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიიღო და ალეკო ბასილაძისა (5) და გიორგი კანკიას (13, 40) გოლებით უკან "მშრალად" გაისტუმრა - 3:0.

ქუთაისში გამართულ მართველთა დერბიში უკეთ მასპინძლები გაისარჯნენ და საჩხერელ სტუმრებს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს - თითო გიორგი ხედაშელმა (4) და ლუკა ბრეგაძემ (50), დუბლი კი გიორგი ენდელაძემ (18,39) შეასრულა .

"შუქურა" ირაკლი ბალაძისა (21) და გურამ ჯაფარიძის (46) გოლებით ამარცხებდა სამტრედიელ სპორტსკოლელებს, თუმცა 58-ე წუთზე თეიმურაზ ანდრიაძისგან ერთი გოლი მაინც გაუშვა - 2:1.

სალხინოში ვანის "მართვე" და ხონის "იმერეთი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. ვალერი მჟავანაძემ 44-ე და 46-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, რასაც ლუკა ოქროპილაშვილმა 55-ე წუთზე ერთიც დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

  • გადასვლები: 2761