საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

გარდაიცვალა სერგო კუტივაძე

გარდაიცვალა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი სერგო კუტივაძე.

სერგო კუტივაძე 1944 წლის 16 ოქტომბერს ალმა-ათაში დაიბადა. იგი ამპლუით ნახევარმცველი იყო. 1962-1966 წლებში თამაშობდა "ტორპედოში" (128 მატჩი, 9 გოლი), შემდეგ კი ექვსი წელი "დინამოში" გამოდიოდა (171 მატჩი, 22 გოლი). ერთი მატჩი ნათამაშები აქვს სსრკ-ს ნაკრებშიც. არის საბჭოთა კავშირის პირველობის სამგზის მესამეადგილოსანი (1967, 1969, 1971).

1974-1984 წლებში გახლდათ თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბში - მუშაობდა ნოდარ ახალკაცის თანაშემწედ. 1994-1995 წლებში იყო "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, ხოლო 1997 წელს ქუთაისის "ტორპედოსაც" თავკაცობდა.

ირფფ მწუხარებას გამოთქვამს სერგო კუტივაძის გარდაცვალების გამო.

  • გადასვლები: 2811