1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეებიპროექტს „ფეხბურთი სკოლებში“ იმერეთმაც უმასპინძლა

პროექტს „ფეხბურთი სკოლებში“ იმერეთმაც უმასპინძლა

17-დან 23 ივნისის ჩათვლით, იმერეთის შვიდ ქალაქში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტი "ფეხბურთი სკოლებში" გაიმართა.

პროექტის ფარგლებში სფფ-ს მწვრთნელთა განათლების განყოფილების ინსტრუქტორმა თენგიზ კაციამ რეგიონის სკოლების სპორტის მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარა. მასთან ერთად საორგანიზაციო საკითხებს უძღვებოდა ირფფ-ს პრეზიდენტი დავით რუხაძე.

17 ივნისს სამტრედიაში (ადგილობრივი და ხონელი პედაგოგები), 18 ივნისს - წყალტუბოში (წყალტუბო, ქუთაისი), 19 ივნისს - ბაღდათში (ბაღდათი, ვანი), 20 ივნისს - თერჯოლაში, 21 ივნისს - ტყიბულში, 22 ივნისს - ზესტაფონში (ზესტაფონი, ხარაგაული), 23 ივნისს - საჩხერეში (საჩხერე, ჭიათურა) იმერეთის 12-ვე რაიონის 206-მა სპორტის მასწავლებელმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სრული კურსი გაიარა. ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ ერთჯერადი კვებით და სათანადო ლიტერატურით. მათ მიღებული ცოდნის საფუძველზე მიმდინარე წლის სექტემბერში სამწვრთნელო D ლიცენზია მიენიჭებათ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სპორტის მასწავლებელია ჩართული, რომლებსაც შესაბამისი გადამზადების კურსებს უტარდებათ. სკოლებში ფეხბურთის რეგულარული სწავლება, უპირველესად ფეხბურთის მასობრიობის ზრდისაკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც საბოლოო ჯამში, სპორტული ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.

Free business joomla templates