1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები”ხვამლმა” ზედიზედ მეოთხედ მოიგო

”ხვამლმა” ზედიზედ მეოთხედ მოიგო

დღეს ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) XIV ტურის კიდევ 3 მატჩი შედგა:

"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 2:0 (1:0)
"შუქურა" (ქობულეთი) - "მართვე" (ქუთაისი) 2:1 (0:0)
"ხვამლი" (ცაგერი) - "იმერეთი" (ქუთაისი) 6:0 (3:0)

ზესტაფონელებმა ანგარიში მე-14 წუთზე თერჯოლელი ზურაბ გოცაძის ავტოგოლით გახსნეს. მატჩის საფინალო სასტვენამდე ათიოდე წუთით ადრე თავი მარგველმაც გამოიჩინა - გოლის ავტორი ნიკა მღარიშვილია - 2:0.

"შუქურა" მე-40 წუთზე ლუკა ჩაგანავამ დააწინაურა, რასაც მალევე გოგა ანასაშვილის (48) საპასუხო გოლი მოჰყვა. თამაში "მშვიდობიანად" სრულდებოდა, მაგრამ ჩაგანავამ მატჩის ბოლო წამებზე გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა და აჭარლებს 2:1 მოაგებინა.

წარმატებული მატჩების სერია გააგრძელა "ხვამლმა", რომელმაც ზედიზედ მე-4 მატჩის მოგება შეძლო. ლუკა მეშველიანისა (1, 16) და დათო საღინაძის (52, 60) დუბლებს ლადო ნემსიწვერიძემ (5) და ჯონი მეგრელმა (40) თითოც დაუმატეს და "იმერეთი" ქუთაისში დამარცხებული გამოუშვეს - 6:0.

Free business joomla templates