1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეებისტუმართა უპირატესობა 2005-წლამდელებში

სტუმართა უპირატესობა 2005-წლამდელებში

3 ივლისს, ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) XV ტურის მატჩები გაიმართა. დარჩა ორი გამოტოვებული თამაში (5 ივლისს) და გუნდები საზაფხულო შესვენებაზე გაემგზავრებიან:

"იმერეთი" (ქუთაისი) - "იმერეთი" (ხონი) 2:0 (1:0)
"სამტრედია" - "სპორტსკოლა" (სამტრედია) 0:3 (0:2)
"საპოვნელა" (თერჯოლა) - "შუქურა" (ქობულეთი) 0:4 (0:2)
"მართვე"(საჩხერე) - "ხვამლი" (ცაგერი) 0:2 (0:1)
"მართვე" (ქუთაისი) - "მართვე"(ვანი) 0:1 (0:0)
"ჩიხურა" (საჩხერე) - "ტორპედო" (ქუთაისი) 2:4 (1:1)

იმერეთულ დერბიში ქუთათურებმა იმარჯვეს. ანგარიში ჯემალ დეისაძემ მე-14 წუთზე გახსნა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში საბა კუპრაშვილის მიერ 37-ე წუთზე გატანილი გოლით დაფიქსირდა - 2:0. სხვათა შორის, ეს ტურის ერთადერთი მატჩი იყო, სადაც მასპინძელმა იხეირა, დანარჩენ პაექრობებში კი სტუმრებმა იმარჯვეს.

სამტრედიულ დერბიში სპორტსკოლელებმა 3:0 მოიგეს. გოლების ავტორები არიან - გიორგი მაჩიტიძე (10), თეიმურაზ ანდრიაძე (30) და ირაკლი კერელეიშვილი (55).

"შუქურამ"ამჯერადაც მოიგო და ახლაც დიდი ანგარიშით. თერჯოლაში ჰეთ თრიკი მიითვალა გათამაშების საუკეთესო მეგოლე გურამ ჯაფარიძემ. ქობულეთელთა კაპიტანმა მე-15, მე-20 და 37-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. მატჩის დამაგვირგვინებელი გოლი ირაკლი ბალაძემ 45-ე წუთზე გაიტანა - 0:4.

საჩხერეში იმარჯვა ცაგერის "ხვამლმა". იქაურ "მართვეს" გოლები დავით საღინაძემ (14) და ლუკა მეშველიანმა (41) გაიტანეს.

მინიმალური შედეგი დაფიქსირდა ქუთაისური და ვანური "მართვეების" დაპირისპირებაში. მატჩის ერთადერთი გოლი ვალერი მჟავანაძის ანგარიშზეა, რომელმაც ვანელებს გამარჯვება 33-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა - 0:1.

სტუმრად მოიგო ქუთაისის "ტორპედომაც". ვალერი მუშკუდიანის გაწვრთნილებმა "ჩიხურა" 4:2 დაამარცხეს. მასპინძელთაგან ავთო კუტალაძემ (20) და ზურა დემეტრაშვილმა (45) ივარგეს, ქუთათურთაგან კი, თავი ერთმანეთის მიყოლებით გამოიჩინეს ნიკა ძნელაძემ (7), გიორგი კანკიამ (36), ზურაბ ბაკურაძემ (46) და დავით კიკალიშვილმა (60).

Free business joomla templates