1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეებიარდადეგები ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზეც გამოცხადდა

არდადეგები ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზეც გამოცხადდა

5 ივლისს, ირფფ-ს ორგანიზებული ღია ჩემპიონატებიდან ბოლო - ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაში (2005 წლამდე ჭაბუკები) ზაფხულის შესვენებისწინა დასკვნითი მატჩები გაიმართა:


"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "შუქურა" (ქობულეთი) 2:3 (1:2)
"ტორპედო" (ქუთაისი) - "მართვე" (საჩხერე) 3:0 (2:0)

"მარგვეთი 2006"-მა "შუქურას" თერჯოლაში უმასპინძლა. ირაკლი ბალაძემ (12) და ლუკა ხაბაზმა (17) სტუმრები დააწინაურეს, რასაც ჯერ ბექა ლაბაძემ (22), მერე ვაჟა კაპანაძემ (38) უპასუხეს. გადამწყვეტი გოლი ლუკა ჩაგანავამ 57-ე წუთზე გაიტანა, რითაც ზღვისპირელებს 14 მატჩიდან მე-14 მოაგებინა.

ქუთაისის საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე შედგა "ტორპედოსა" და საჩხერეს "მართვეს" დაპირისპირება. გიორგი კანკიასა (11, 41 პენ.) და დავით კიკალიშვილის გოლებმა ვალერი მუშკუდიანის გაწვრთნილებს 3:0 მოაგებინა.

აქვე გაგაცნობთ 2005-წლამდელთა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირთა ჩამონათვალს:

გურამ ჯაფარიძე ("შუქურა") - 19 (1 პენალტით)
ალეკო ბასილაძე ("ტორპედო") - 14
დავით საღინაძე ("ხვამლი") - 14
გიორგი კანკია ("ტორპედო") - 14(2)
თეიმურაზ ანდრიაძე ("სპორტსკოლა") - 10
ჯემალ დეისაძე ("იმერეთი" ქუთაისი) - 10(3)
ლუკა ბრეგაძე ("მართვე" ქუთაისი) - 9
დავით კიკალიშვილი ("ტორპედო") - 9
ირაკლი ბალაძე ("შუქურა") - 8
ვალერი მჟავანაძე ("მართვე" ვანი) - 8
ნიკოლოზ მღარიშვილი ("მარგვეთი 2006") - 8

Free business joomla templates