1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეებიუშანგი სალდაძე – 100

უშანგი სალდაძე – 100

იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენტი დავით რუხაძე), ქალაქის მერის ბატონ შოთა მურღულიასა და ქალაქის მერიის სპორტის სამსახურის თანამშრომლის ირაკლი კიკვაძის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე წლის 14 ივლისს გამოჩენილი

ქართველი მწვრთნელის და მედიკოსის უშანგი სალდაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ,,ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ამაგდარი მწვრთნელის გახსენების მიზნით ვეტერან ტორპედოელთა შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შესავალი სიტყვა საკრებულოს წევრმა ბატონმა თამაზ კიკვაძემ წარმოთქვა. მან დამსწრე საზოგადოებას უშანგი სალდაძის ბიოგრაფია გააცნო. შემდეგ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე ასევე საკრებულოს წევრმა ბატონმა თემურ ნადირაძემ ისაუბრა, რომელმაც იუბილარის სამედიცინო მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება.
ამის შემდეგ სიტყვა ვეტერანმა ფეხბურთელები იუზა ლოსაბერიძემ და ნოდარ სარჯველაძემ წარმოთქვეს. მათ ბატონი უშანგის ,,ტორპედოში" მოღვაწეობა გაიხსენეს და ამ დიდებული პიროვნების ქუთაისური ფეხბურთის წინაშე გაწეული ამაგის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს გაიჟღერა ინიციატივამ, ,,ტორპედოს" საწვრთნელი ბაზისთვის უშანგი სალდაძის სახელის მინიჭების შესახებ, რომელიც დამსწრე საზოგადოებიდან ერთხმად იქნა მოწონებული.

Free business joomla templates