საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

პრიზიორთა დაჯილდოვება

3 დეკემბერს იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციამ ზესტაფონში დააჯილდოვა ადგილობრივი „მარგვეთი 2006" -ის ჭაბუკთა გუნდი (მწვრთნელი მ. ღონღაძე), რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა U-12 (2006 წ.) შორის „გარი სორდიას" სახელობის თასზე, შემდეგ კი ჭიათურაში ადგილობრივი „სპორტული სკოლის" გუნდი (მწვრთნელები: მ. ქაშაკაშვილი, ა. თაბაგარი), რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა U-15 (2003 წ.) შორის „ჯუმბერ ხაჟალიას "სახელობის თასის გათამაშებაში. ორივე გუნდს გადაეცა თასები, შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები.

  • გადასვლები: 2456