1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები„ზაურ ლორთქიფანიძის” სახელობის ტურნირი 2019

„ზაურ ლორთქიფანიძის” სახელობის ტურნირი 2019

ვდებ

10 ნოემბერს დასრულდა „ზაურ ლორთქიფანიძის" სახელობის ტურნირი 2004 წ.დ. შორის.

მე-3 ადგილი დაისაკუთრა საჩხერეს „მართვე"-მ, რომელმაც ანგარიშით 4-1 დაამარცხა ქუთაისის „ტორპედო"-ს თანატოლები.
ამის შემდეგ გაიმართა ფინალური შეხვედრა, სადაც ქუთაისის „მართვე" დაუპირისპირდა წყალტუბოს „სამგურალ"-ს. დაძაბული შეხვედრა დასრულდა მინიმალური ანგარიშით 1-0 ქუთაისის „მართვე"-ს (მთ. მწვრთნელი - გიორგი გაბიჩვაძე) გამარჯვებით, რომელიც გახდა „ზაურ ლორთქიფანიძის" სახელობის ტურნირის გამარჯვებული.

ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: ვანის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი ალეკო გოგორიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი ალექსანდრე ლილუაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბ-ნი გოჩა ჭუბაბრია, ზაურ ლორთქიფანიძის შვილი ბ-ნი დავით ლორთქიფანიძე, ირფფ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დავით რუხაძე, „სულორი" ვანის ვეტერანი ფეხბურთელები ბატონები: თემურ ავალიანი, ლაშა ბუბაშვილი, აჩიკო კორძაძე, ჯიმშერ ვერულაშვილი, აჩიკო კოხრეიძე, ოთარ ლორთქიფანიძე, თბილისის „დინამო"-ს ვეტერანი ფეხბურთლები ბატონები: რევაზ ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ლევან ნოდია, ვაჟა ჟვანია, გრიგოლ ცაავა, თემურ ჩხაიძე, გოჩა ჯოხაძე, გიგლა იმნაძე, ანზორ გაბიტაშვილი და სხვები; რომლებმაც შემდეგ მიიღეს მონაწილეობა გამორჩეული ფეხბურთელების დაჯილდოვების ცერემონიაში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის (ბ-ნი ლერი ხაბელოვი) ინიციატივით ტურნირის ორგანიზებაში აქტიური ჩართულობისათვის პრიზები (საქართველოს ოლიმპიური ორტომეული) გადაეცა:

1.დათო რუხაძეს - ირფფ-ს პრეზიდენტი.
2.ალეკო გოგორიშვილს - ვანის მუნიციპალიტეტის მერი.
3.ალექსანდრე ლულუაშვილს - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4.გოჩა ჭუბაბრიას - ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

ტურნირის გამორჩეული ფეხბურთლები:

1.ტურნირის აღმოჩენა - ლუკა ჭეიშვილი („მართვე" ქუთაისი) - პრიზი გადასცა ალეკო გოგორიშვილმა.
2.მაყურებლის სიმპათია - საბა ლორთქიფანიძე („სულორი„ ვანი) - პრიზი გადასცა თემურ ჩხაიძემ.
3.საუკეთესო მეკარე - ლუკა ციმაკურიძე („მართვე“ საჩხერე) - პრიზი გადასცა გიგლა იმნაძემ.
4.საუკეთესო მცველი - ამირან კეთილაძე („სამგურალი“ წყალტუბო) - პრიზი გადასცა რეზო ძოძუაშვილმა.
5.საუკეთესო ნახევარმცველი - ამირან ხუჯაძე („მართვე“ ქუთაისი) - პრიზი გადასცა მანუჩარ მაჩაიძემ.
6.საუკეთესო თავდამსხმელი - ლუკა სიორდია („ტორპედო“ ქუთაისი) - პრიზი გადასცა გრიგოლ ცაავამ.
7.ტექნიკური ფეხბურთელი - ლუკა ლორთქიფანიძე („სულორი“ ვანი) - პრიზი გადასცა გოჩა ჯოხაძემ.
8.ბომბარდირი - ლუკა კაციტაძე („მართვე“ საჩხერე) - პრიზი გადასცა ლევან ნოდიამ.
9.საუკეთესო ფეხბურთელი - გაგა ჯიმშელეიშვილი („სამგურალი" წყალტუბო) - პრიზი გადასცა დავით რუხაძემ.
10.დათო ლორთქიფანიძის დაწესებული პრიზი - ავთო მეფარიშვილი („სულორი" ვანი) - პრიზი გადასცა დავით ლორთქიფანიძემ.

„ზაურ ლორთქიფანიძის“ სახელობის ტურნირის პრიზიორები:

I ადგილი - „მართვე“ ქუთაისი (მწვრთნელი გ. გაბიჩვაძე) - პრიზი გადასცა დათო ლორთქიფანიძემ და დათო რუხაძემ.

II ადგილი - „სამგურალი“ წყალტუბო (მწვრთნელი სოსო ბზიკაძე, პაატა კოპალიანი) - პრიზი გადასცა ვაჟა ჟვანია, ანზორ გაბიტაშვილი.

III ადგილი - „მართვე“ საჩხერე (მწვრთნელი ჯონი მიქაძე, ელგიზი ტალახაძე) - პრიზი გადასცა აჩიკო კორძაძე, ოთარ ლორთქიფანიძე.

დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ვანში „გრიგოლ ნიკოლეიშვილის" სახელობის სტადიონზე გაიმართა ამხანაგური შეხვედრა თბილისის „დინამო"-ს და ვანის „სულორი"-ს ვეტერან ფეხბურთელთა შორის, რომელიც დასრულდა ფრედ 3-3.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Free business joomla templates