1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეებიიმერეთის ღია ჩემპიონატი 2019

იმერეთის ღია ჩემპიონატი 2019

75552866 1824137514396595 6160275277734739968 n 73390770 459522091338323 1866686752136101888 n

ა.წ. 13 ნოემბერს იმერეთის რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ ქუთაისის „ტორპედო"-ს საწვრთნელ ბაზაზე დააჯილდოვა „როინ კვასხვაძის“ სახელობის თასის გამარჯვებული U-14 (2005 წ.დ.) შორის „ტორპედო" ქუთაისი (მთ.მწვრთნელი მ. ხუნდაძე, მწვრთნელი. ნ. კვასხვაძე) და მე-3 ადგილოსანი საჩხერეს „მართვე"
(მთ. მწვრთნელი ჯ. მიქაძე, მწვრთნელი. ე. ტალახაძე)

პირველ ადგილოსანს თასი, მედლები და დიპლომები გადასცა როინ კვასხვაძის შვილისშვილმა ქუთაისის „ტორპედო"-ს კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების წევრმა როინ კვასხვაძემ, ხოლო მე-3 ადგილოსანს, აგრეთვე შესაბამისი თასი, მედლები და დიპლომები როინ კვასხვაძის მეორე შვილიშვილმა ნიკო კვასხვაძემ.
ამის შემდეგ, ირფფ-მ დააჯილდოვა „გივი ნოდიას" სახელობის თასის გამარჯვებული U-13 (2006 წ.დ.) შორის ქუთაისის „ტორპედო" (მთ. მწვრთნელი. კ. ლიპარტიანი,მწვრთნელი, თ.ლიპარტიანი), რომლებსაც თასი და შესაბამისი მედლები და დიპლომები გადასცა ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ.
ასევე, დაჯილდოვდნენ „გარი სორდიას" სახელობის თასის მე-2 ადგილოსანი U-12 (2007 წ.დ.) შორის ქუთაისის „ტორპედო-1" (მთ. მწვრთნელი. ა. კვერნაძე) და მე-3 ადგილოსანი ქუთაისის „ტორპედო-3" (მთ. მწვრთნელი რ. ჩიხლაძე), რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი თასები, მედლები და დიპლომები.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Free business joomla templates