1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები„ნოდარ სარჯველაძის“ და „გურამ ნიშნიანიძის“ სახელობის ტურნირი 2019

„ნოდარ სარჯველაძის“ და „გურამ ნიშნიანიძის“ სახელობის ტურნირი 2019

000

გუშინ, 1 დეკემბერს, წყალტუბოს „26 მაისის სახელობის" სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრის წინ („ტორპედო" ქუთაისი - „ჩიხურა" საჩხერე) ჩატარდა ვეტერანი ფეხბურთელების „ნოდარ სარჯველაძის" და „გურამ ნიშნიანიძის" სახელობის ტურნირების გამარჯვებულების და პრიზიორების დაჯილდოვება.
ორივე ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირების ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.
დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ ირფფ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დავით რუხაძე, ვეტერანი ფეხბურთელები, ბატონები: ნოდარ სარჯველაძე, გურამ ნიშნიანიძე, ვლადიმერ შელია, სოსო ფრუიძე, კახაბერ ჩხეტიანი, სოსო ბზიკაძე, მიხეილ აშვეთია, ვასილ გიგიაძე, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ნერგაძე, გიორგი გოგიაშვილი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ორივე ტურნირის გამარჯვებულების, პრიზიორების და გამორჩეული ფეხბურთლების დაჯილდოვებაში.

„ნოდარ სარჯველაძის" სახელობის ტურნირის U-11 (2008 წ.დ) პრიზიორები:
I ადგილი - „ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელი რ. ჩიხლაძე)
II ადგილი - „მართვე" ქუთაისი (მწვრთნელი გ. კუხიანიძე)
III ადგილი - „ქუთაისი 2011" ქუთაისი (მწვრთნელი კ. გამრეკლიძე, მწვრთნელი გ. უგლავა)

ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები:
1.ტურნირის აღმოჩენა: მურთაზ ხინგავა („მართვე" ქუთაისი)
2.მაყურებლის სიმპატია: თემურ ცეცხლაძე („ქუთაისი"ქუთაისი)
3.ტექნიკური ფეხბურთელი: ლუკა დანელია („ქუთაისი 2011" ქუთაისი)
4.პერსპექტიული ფეხბურთელი: სანდრო მგალობლიშვილი („ქუთაისი 2011" ქუთაისი)
5. საუკეთესო მეკარე: ლუკა მამასახლისი („ტორპედო" ქუთაისი)
6.საუკეთესო მცველი: გიორგი ვარდანიძე („ტორპედო"ქუთაისი)
7.საუკეთესო ნახევარმცველი: ლაშა მამფორია („მართვე" ქუთაისი)
8.საუკეთესო თავდამსხმელი: ჯემალ კუხალაშვილი („ტორპედო" ქუთაისი)
9.საუკეთესო ბომბარდირი: გიორგი ჯავახაძე („მართვე" ქუთაისი)
10.საუკეთესო ფეხბურთელი: საბა ჩხეტიანი („ტორპედო" ქუთაისი)

„გურამ ნიშნიანიძის" სახელობის ტურნირის U-13 (2006 წ.დ) პრიზიორები:
I ადგილი - „ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელი კ. ლიპარტიანი)
II ადგილი - „ზესტაფონი" ზესტაფონი (მწვრთნელი მ. ღონღაძე)
III ადგილი - „ქუთაისი" ქუთაისი (მწვრთნელი გ. ცუცქირიძე)

ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები:
1.ტურნირის აღმოჩენა: შიო ყურაშვილი („ტორპედო" ქუთაისი)
2.მაყურებლის სიმპატია: საბა ჯუმუტია („მართვე" ქუთაისი)
3.ტექნიკური ფეხბურთელი: სანდრო კვანტიძე („ზესტაფონი" ზესტაფონი)
4.პერსპექტიული ფეხბურთელი: ბექა რუხაძე („ქუთაისი" ქუთაისი)
5.საუკეთესო მეკარე: სოსო კოპალიანი („ტორპედო" ქუთიასი)
6.საუკეთესო მცველი: ამირან ტყეშელაშვილი („ქუთაისი"ქუთაისი)
7.საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკოლოზ მღარიშვილი („ზესტაფონი" ზესტაფონი)
8.საუკეთესო თავდამსხმელი: გიორგი გოგსაძე („ტორპედო" ქუთაისი)
9.საუკეთესო ბომბარდირი: საბა აბრამიშვილი („ზესტაფონი" ზესტაფონი)
10.საუკეთესო ფეხბურთელი:ლუკა ცუხიშვილი („ტორპედო" ქუთაისი)


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Free business joomla templates