Home

ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2020


i 6045cab43fe4c3e5f08bae9b63a764fb 1419078180279193 0-1024x684

დღეს, 9 აგვისტოს დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი VI ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში,რომელიც ტარდებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის სათემო უბნის სტადიონზე.

მე-3 ადგილის გამოსავლენად ერთმანეთს შეხვდნენ სიმონეთის ,,კაჟელები" და შარშანდელი ფინალისტი ზედა სიმონეთის „მუზეუმი". შეხვედრა წარიმართა ამ უკანასკნელის უპირატესობით, რომლებმაც ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და დაიკავეს მე-3 საპრიზო ადგილი.
ამის შემდეგ გაიმართა ფინალური შეხვედრა, სადაც შარშანდელმა გამარჯვებულმა ბარდუბნის „მერანმა" 6-0 დაამარცხა სიმონეთის „LMNTRIX" და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის თასს.

ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ბატონები: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი დათო ლორთქიფანიძე, დეკანოზი მამა ამირან ქარქაშაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, თერჯოლის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მირზა ქოჩიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, სოფელ ბარდუბნის მაჟორიტარი საკრებულოში გოჩა ვერულაშვილი, მერის წარმომადგენელი ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მურად ვერულაშვილი, მერის წარმომადგენელი ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ზვიად ბაზაძე, სათემო უბნის სტადიონის დაამარსებელი ელგუჯა აბულაძე, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით რუხაძე და ირფფ-ს გენერალური მდივანი გივი ბაბუნიძე.

ტურნირში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დავით რუხაძემ, ლაშა გოგიაშვილმა, დათო ლორთქიფანიძემ, დეკანოზმა ამირან ქარქაშაძემ და ელგუჯა აბულაძემ.
მათ ისაუბრეს ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირის ჩატარების მნიშვნელობაზე, ქართლოსის პიროვნებაზე, ორგანიზატორულ ნიჭზე და მის მიერ გაწეულ ქველმოქმედებებზე, როგორც ქართული ფეხბურთის უანგარო მსახურზე. ასევე გუნდებს მადლობა გადაუხადეს ჩართულობაზე, თავდადებაზე და მერიის მხრიდან დაპირდნენ ხელშეწყობას მსგავს სპორტულ აქტივობებზე. მომავალ თაობას კი მოუწოდეს ჯანსაღი ცხოვრების არჩევა და სპორტულ აქტივობებში ჩართვა, რადგანაც სწორედ სოფლიდან მოდის ყველა წარმატება, რომელიც შესაძლოა არამარტო ქალაქს არამედ ქვეყანასაც გასცდეს.
ამის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.

ტურნირის პრიზიორები გახდნენ:

1.„მერანი" ბარდუბანი - გარდამავალი თასი, I ადგილის თასი, დიპლომი და ბურთი გადასცა დავით რუხაძემ და ლაშა გოგიაშვილმა.

2.„LMNTRIX" სიმონეთი - II ადგილის თასი, დიპლომი და ბურთი გადასცა მანუჩარ რობაქიძემ.
3.„მუზეუმი" ზედა სიმონეთი - III ადგილის თასი, დიპლომი და ბურთი გადასცა მირზა ქოჩიაშვილმა.
4.ტურნირში მონაწილე დანარჩენ 5 გუნდს გადაეცა ბურთები - ბურთები გადასცა ოთარ ჭუმბურიძემ.


აგრეთვე დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ ინდივიდუალური პრიზები:

1.მაყურებლის სიმპატია - დათო ბრეგაძე (
LMNTRIX") - პრიზი გადასცა გურამ თურქაძემ.
2.საუკეთესო მეკარე - ნიკა სულამანიძე („მუზეუმი") - პრიზი გადასცა გოჩა ვერულაშვილმა.
3.საუკეთესო მცველი - თამაზი გვენეტაძე („მერანი") - პრიზი გადასცა მურად ვერულაშვილმა.
4. საუკეთესო თავდამსხმელი - აკაკი ღვინეფაძე (LMNTRIX") - პრიზი გადასცა გივი ბაბუნიძემ.
5. საუკეთესო ბომბარდირი - ლაშა კეზევაძე („მერანი") - პრიზი გადასცა დათო ლორთქიფანიძემ.
6. საუკეთესო ფეხბურთელი - დიმა არეშიძე („მერანი") - პრიზი გადასცა გივი ბაბუნიძემ.
7. მსაჯები (მიხეილ კუპატაძე, ბაქარ ბრეგაძე) დაჯილდოვდნენ ბურთებით - ბურთები გადასცა ნუგზარ რუსიშვილმა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Free business joomla templates