საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ირფფ-ს XI საარჩევნო ყრილობა.

28E6E06A-F853-4DDC-A914-17478CBFFAE8


მიმდინარე წლის 19 მარტს, ქ. ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელში, ჩატარდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის რიგითი XI საარჩევნო ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით:


1.წესდების ახალი რედაქციით დამტკიცება
2.პრეზიდენტის არჩევა
3.აღმასკომის წევრების არჩევა
4.სხვადასხვა

ყრილობას ესწრებოდნენ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი კახა ჭუმბურიძე და სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტის ასისტენტი ქ-ნი სალომე კიკალიშვილი.

რეგისტრირებული წესდების თანახმად, ირფფ-ს წევრების მიერ ყრილობაზე მოვლენილი იქნა და სამუშაო პროცესში მონაწილეობას იღებდა ხმის უფლების მქონე დელეგატების უმრავლესობა.

დელეგატების სრული მხარდაჭერით, მეორე ვადით ირფფ-ს პრეზიდენტად არჩეულ იქნა დავით რუხაძე.
ასევე, არჩეული იქნა ირფფ-ს აღმასკომის წევრები: ვახტან ბზიკაძე, ბადრი ნაკაშიძე, რამაზ დვალიშვილი და პაატა შალამბერიძე.

  • გადასვლები: 272