1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeჩემპიონატები

ჩემპიონატები

U-17 იმერეთის 2018 წლის ღია ჩემპიონატი 2001–2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელიც ატარებს რამაზ შენგელიას სახელს, ტარდება ორ წრედ.

U-15 იმერეთის 2018 წლის ღია ჩემპიონატი 2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელიც ატარებს ჯუმბერ ხაჟალიას სახელს, ტარდება სამ წრედ.


U-14 იმერეთის 2018 წლის ღია ჩემპიონატი 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელიც ატარებს როინ კვასხვაძის სახელს, ტარდება
ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები გაიყოფიან ორ ქვეჯგუფად და ითამაშებენ ორ წრედ. მეორე ეტაპზე ქვეჯგუფებიდან: პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ახალ 6–გუნდიან ჯგუფს, სახელწოდებით ,,ზედა ჯგუფი", სადაც გაარკვევა საპრიზო სამეული, ხოლო მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები კი __ ,,ქვედა ჯგუფს". მეორე ეტაპს გუნდები დაიწყებენ ნული ქულით და ჩატარდება ორ წრედ.

U-13 იმერეთის 2018 წლის ღია ჩემპიონატი 2005 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელიც ატარებს გივი ნოდიას სახელს, ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები გაიყოფიან ორ ქვეჯგუფად და ითამაშებენ ორ წრედ, მეორე ეტაპზე ქვეჯგუფებიდან: პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ახალ 8–გუნდიან ჯგუფს სახელწოდებით ,,ზედა ჯგუფი", სადაც გაირკვევა საპრიზო სამეული, ხოლო მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე ადგილებზე გასული გუნდები კი __ ,,ქვედა ჯგუფს". მეორე ეტაპს გუნდები დაიწყებენ ნული ქულით და ჩატარდება ერთ წრედ.


U-12იმერეთის 2018 წლის ღია ჩემპიონატი 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელიც ატარებს გარი სორდიას სახელს, ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები გაიყოფიან ორ ქვეჯგუფად და ითამაშებენ ორ წრედ, მეორე ეტაპზე ,,ა" ქვეჯგუფიდან პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები ,,ბ" ქვეჯგუფის პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებთან ერთად შეადგენენ ახალ 7–გუნდიან ჯგუფს სახელწოდებით ,,ზედა ჯგუფი", სადაც გაირკვევა საპრიზო სამეული, ხოლო ,,ა" ქვეჯგუფიდან მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე გასული გუნდები ,,ბ" ქვეჯგუფის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გასულ გუნდებთან ერთად კი __ ,,ქვედა ჯგუფს". მეორე ეტაპს გუნდები დაიწყებენ ნული ქულით და ჩატარდება ორ წრედ.


U-11 იმერეთის 2018 წლის ფესტივალი (არ იწერება ქულები) 2007 წელს დაბადებულთა შორის, რომელიც ატარებს მერაბ მეგრელაძის სახელს, გუნდები გაიყოფა ორ ქვეჯგუფად და ქვეჯგუფებში თამაშები ჩატარდება ოთხ წრედ.

U-10 იმერეთის 2018 წლის ფესტივალი (არ იწერება ქულები) 2008 წელს დაბადებულთა შორის, რომელიც ატარებს ჯემალ ხერხაძის სახელს, ტარდება სამ წრედ.

Free business joomla templates