დღეს, ირფფ-ს ორგანიზებულ რეგიონის ჭაბუკთა ღია ჩემპიონატში, პირველი ტურის მატჩები 2005 წელს დაბადებულმა (ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშება) ფეხბურთელებმა ითამაშეს.
დაწვრილებით...1 აპრილს, დასავლეთ საქართველოს 4 ქალაქში იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღია ჩემპიონატების 8 მატჩი გაიმართა. ჭაბუკთა ექვს ასაკობრივ ჯგუფში, ირფფ-ს ეგიდით 2017 წელს რამაზ შენგელიას, ჯუმბერ ხაჟალიას, გივი ნოდიას, გარი სორდიას, ჯემალ ხერხაძისა და მერაბ მეგრელაძის სახელობის ღია გათამაშებები გაიმართება.
ირფფ-ს ორგანიზებით დღეს კიდევ ერთი შარშანდელი ჭაბუკთა ფინალი გაიმართა. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, წყალტუბოს"სამგურალისა" და ქობულეთის "შუქურას" 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
26 მარტს, წყალტუბომ ირფფ-ს ორგანიზებულ 2005 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჯემალ ხერხაძის სახელობის თასის შარშანდელი გათამაშების ფინალს უმასპინძლა. 26 მაისის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ქობულეთის "შუქურა" და ქუთაისის "იმერეთი" წარსდგნენ. მატჩის ბოლო წამებზე იმერელთა მიერ კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ საბა კუპრაშვილმა გამარჯვების გოლით "წერტილი დაუსვა" მეტად საინტერესო დაპირისპირებას - 2:1.
13 მარტს, ლიგა 3-ს დაწყებასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით (სფფ-სთან შეთანხმების შემდეგ) ქუთაისში მსაჯთა პრაქტიკული და თეორიული ტესტირებები ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 21 მსაჯი, რომელთაგან 9 ახალი სეზონის წინ პირველად გადიოდა შემოწმების აღნიშნულ ეტაპებს.
14 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს წყალტუბოში გამართული ფინალური მატჩით დასრულდა "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშება. რეგიონული ლიგის გუნდების წინასასეზონო მზადებისთვის განკუთვნილ ღია ტურნირების ჩატარებას, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციამ საფუძველი 2014 წელს ჩაუყარა. მასში იმერული გუნდების გარდა მონაწილეობას სამეგრელოსა და გურიის რეგიონების წარმომადგენლები იღებდნენ.
3 მარტს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშება დასრულდა. ფინალურ მატჩში, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ორი იმერული გუნდი - ზესტაფონის "მარგვეთი 2006" და ხონის "იმერეთი" დაუპირისპირდა ერთმანეთს. დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა ყვირილასპირელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
1 მარტს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების მეორე ნახევარფინალი გაიმართა. საღორიას საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-მა ქუთაისის "ტორპედო-2"-ს ძირითადი დროის ფრედ (2:2) დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში 5:4 მოუგო.
28 თებერვალს წყალტუბომ "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების პირველ ნახევარფინალს უმასპინძლა. 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ხონის "იმერეთი" და ჩხოროწყუს "სამეგრელო" წარსდგნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა და იმერლებმა 11-მეტრიანების სერიაში 4:3 იმარჯვეს.
დაწვრილებით..."დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე II ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი შედგა. წყალტუბოს "სამგურალი-2" ჩოხატაურს ეწვია, სადაც ადგილობრივი "ბახმარო" დაუხვდა. თამაში გურულების უპირატესობით წარიმართა, რომლებიც უკვე მე-16 წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ. მატჩის ბოლოს თემურ ლორიას შეგირდებმა (კერძოდ, ონისე ჩინჩალაძემ) ერთი გოლიც გაიტანეს და მეტოქეს საბოლოოდ 4:0 მოუგეს.
"დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე მორიგი მატჩი გაიმართა II ჯგუფში. წყალტუბოში "სამგურალი-2" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს დაუპირისპირდა და 1:4 წააგო. ანგარიში წყალტუბოელებმა გახსნეს, მაგრამ საკუთარ კარში გატანილი გოლით. ზვიად ქუთათელაძის გაწვრთნილებმა გათანაბრება მალე შეძლეს (ბესო პატარიძე) და პირველი ტაიმიც ფრედ დასრულდა.
"დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე ხონის "იმერეთმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩშიც იმარჯვა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. დავით ჭელიძის გაწვრთნილებმა ჩხოროწყუს "ლესიჭინეს" 2:1 მოუგეს და პლეი ოფში კიდევ ერთ ჩხოროწყუს წარმომადგენელს - "სამეგრელოს" დაუპირისპირდება.
ირფფ-ს მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე I ჯგუფის გუნდებს შორის "ტორპედო-2" და მარტვილის "სალხინო" ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში შეხვდნენ. საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ქუთათურები ამჯერად მიხეილ მახვილაძის გაწვრთნილი ფეხბურთელებით წარსდგნენ მეტოქის წინააღმდეგ. პირველ ტაიმში სერგო კუხიანიძისა და საბა ქვარიანის გატანილ გოლებს, მარტვილელმა ირაკლი ლაშქარავამ რეალიზებული 11-მეტრიანით უპასუხა და მატჩიც რიონისპირელთა მოგებით დასრულდა - 2:1.
ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე ჩხოროწყუს "სამეგრელო" პირველი გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაასრულა (უამინდობამ ტურნირის კალენდარში გარკვეული კორექტივები შეიტანა). გიზო შენგელიას გაწვრთნილმა გუნდმა, ბოლო მატჩში წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს 1:0 მოუგო.
დაწვრილებით...იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების I ჯგუფში გუნდებმა ორი სრული ტური ჩაატარეს. დასკვნით მატჩში საღორიას საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტორპედო-2"-მა ჩხოროწყუს "ლესიჭინეს" 3:2 მოუგო და ბოლო ტურში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
დაწვრილებით...22 თებერვალს ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე, "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე I ჯგუფში ხონის "იმერეთი" მეორე ტურის მატჩში მარტვილის "სალხინოს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით მოუგო - 8:0.
დაწვრილებით...