1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები

სიახლე

დასავლეთის "ა" ზონის მეორე ლიგის გუნდების კენჭისყრა

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს 2016 წლის XXVIII ეროვნული ჩემპიონატის დასავლეთის "ა" ზონის მეორე ლიგის გათამაშებაში მონაწილე გუნდების კენჭისყრა გაიმართა.
დაწვრილებით...

მეორე ლიგის კალენდარი, მეორე წრე

საქართველოს 2015–2016 წწ. XXVII ეროვნული ჩემპიონატის დასავლეთის ზონის მეორე ლიგის
გათამაშების კალენდარი
II წრე

XIV ტური – 11 მარტი, პარასკევი
1. "ხიხანი" (ხულო) – "მეშახტე-2" (ტყიბული)
2. "მერცხალი-2" (ოზურგეთი) – "რაჭა" (ამბროლაური)
3. "იმერეთი-2" (ხონი) - "სულორი" (ვანი)
4. "სამგურალი-2" (წყალტუბო) – "ბახმარო" (ჩოხატაური)
5. "სამეგრელო-2" (ჩხოროწყუ) - "საირმე" (ბაღდათი)
12 მარტი, შაბათი
6. "კოლხეთი-2" (ხობი) – "ეგრისი" (სენაკი)
7. "ზანა" (აბაშა) – "მარგვეთი-2006" (ზესტაფონი)

დაწვრილებით...

მეორე ლიგის კალენდარი, პირველი წრე

საქართველოს 2015–2016 წწ. XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის (დასავლეთის ზონა)
გათამაშების კალენდარი
I წრე

I ტური – 3 სექტემბერი, ხუთშაბათი
1. "მეშახტე-2" (ტყიბული) – "ხიხანი" (ხულო)
2. "რაჭა" (ამბროლაური) – "მერცხალი-2" (ოზურგეთი)
3. "სულორი" (ვანი) - "იმერეთი-2" (ხონი)
4 სექტემბერი, პარასკევი
4. "ბახმარო" (ჩოხატაური) – "სამგურალი-2" (წყალტუბო)
5. "საირმე" (ბაღდათი) - "სამეგრელო-2" (ჩხოროწყუ)
6. "ეგრისი" (სენაკი) – "კოლხეთი-2" (ხობი)
7. "მარგვეთი - 2006" (ზესტაფონი) – "ზანა" (აბაშა)

დაწვრილებით...

დასავლეთ საქართველოს თასი 2015

იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით 2015 წლის 9 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება "დასავლეთ საქართველოს თასი 2015" ტურნირი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობენ მეორე ლიგისა და უმაღლესი ლიგის დუბლების ფეხბურთელთა 8 გუნდი. გუნდები დაკომპლექტებული არიან ორ ჯგუფად. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები საფეხბურთო მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება დასავლეთ საქართველოს თასით.

ირფფ-ს პრეს-სამსახური

შშმ პირთა სპორტული ფესტივალი ქუთაისში

 

ათწლეულებია ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან დაწესდა - შშმ ადამიანების უფლებების თანასწორობის ღირსების პატივსაცემად.

დაწვრილებით...

მეორე ლიგის დაწყებას მსაჯებიც მომზადებულნი ხვდებიან

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს სტარტს აიღებს XXVI ეროვნული ჩემპიონატის გათამაშება მეორე ლიგის დასავლეთ ზონის გუნდებს შორის. ამასთან დაკავშირებით, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების (უფროსი გიორგი კიკაჩეიშვილი) ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს მსაჯთა თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩატარდა. ტესტირებაში სულ 27 მსაჯი მონაწილეობდა.
თავიდან მსაჯებს ქუთაისის ,,ცენტრალურ” სტადიონზე ფიზიკური ტესტი უნდა ჩაებარებინათ. აღსანიშნავია, რომ ცხელი ამინდის მიუხედავად თემიდის მსახურებმა დავალებას თავი ნორმალურად გაართვეს. 27 მონაწილედან ტესტირება 21-მა წარმატებით გაიარა.
ამის შემდეგ მსაჯებმა თეორიული სემინარისთვის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც სამსაჯო განყოფილების უფროსმა გიორგი კიკაჩეიშვილმა მსაჯებს საფეხბურთო წესებში შეტანილი სიახლეები გააცნო, რის შემდეგაც თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, საპროექციო ეკრანზე ამ სიახლეების ამსახველი სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდების განხილვა მოეწყო.
იმ მსაჯებისთვის, რომლებმაც თავის წარმოჩინება ვერ მოახერხეს, განმეორებითი თეორიული და პრაქტიკული ტესტები, სავარაუდოდ სექტემბრის მეორე ნახევარში ჩატარდება.
(იხილეთ ფოტოგალერეა)
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მეორე ლიგის განახლებას მსაჯებიც მომზადებული ხვდებიან

19 მარტს განახლდა XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშება დასავლეთ ზონის გუნდებს შორის. იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების (უფროსი გიორგი კიკაჩეიშვილი) ორგანიზებით, ამ გათამაშების მომსახურე მსაჯების თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩატარდა.

თავიდან მსაჯებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ფიზიკური ტესტი უნდა ჩაებარებინათ. ტესტირებაში 17 მსაჯი მონაწილეობდა, მათგან დადებითი შეფასება 12-მა დაიმსახურა.

ამის შემდეგ, მსაჯებმა იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც თანამედროვე აპარატურის მეშვეობით, საპროექციო ეკრანზე ვიდეოჩვენება მოეწყო, რომელსაც მსაჯებთან ერთად მატჩზე მომსახურე დამკვირვებლებიც დაესწრნენ. ვიდეოჩვენება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველ ნაწილში თამაშგარე მდგომარეობები განიხილეს, სადაც ძირითადი ყურადღება სექტემბრიდან დანერგილ სიახლეებს დაეთმო, ხოლო მეორეში _ აქცენტი მე-12 პარაგრაფზე გაკეთდა, რაც წესების დარღვევას და უდისციპლინო საქციელს შეეხებოდა.

იმ მსაჯებისთვის, რომლებმაც თავის წარმოჩინება ვერ მოახერხეს, განმეორებითი თეორიული და პრაქტიკული ტესტები სავარაუდოდ მარტის ბოლოს ჩატარდება.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სარვამარტო ტურნირი იმერეთში

იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქუთაისის სპორტის სასახლეში 15 თებერვალს დაიწყო და 8 მარტს დასრულდაქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდებს შორის.ტურნირში ქალაქის სპორტსკოლების გუნდებთან ერთად ახლომდებარე რეგიონებიდან მოწვეული ჭაბუკთა გუნდებიც ასპარეზობდნენ. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში ქუთაისის გოგონათა გუნდიც (მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი) იღებდა მონაწილეობას.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

დაწვრილებით...

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს“ ახალი წევრები ჰყავს

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონმა", დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში,  გუნდის ახალი შემადგენლობა დაასახელა. საფეხბურთო კლუბის  რამდენიმე ახალწვეულ  ფეხბურთელს პერსონალური ნომრები  მიენიჭათ.

გუნდი, ძირითადად, ყოფილი "ტორპედოელებით" დაკომპლექტდა. 12 ახალწვეულიდან 9 მათგანი, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელია.  

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ახალწვეულთა სია ასე გამოიყურება: თეიმურაზ ღონღაძე , მეკარე დავით კუპატაძე, მცველები გიორგი გურული  და ზაზა ჭელიძე, ნახევარმცველები გრიგოლ დოლიძე და გიორგი კუხიანიძე, თავდამსხმელები დიმიტრი ტატანაშვილი და ნიკა საბანაძე, შემტევი ნახევარმცველი რევაზ გეწაძე  და ფორვარდი თორნიკე კაპანაძე, ნახევარმცველი ბექა კაკუშაძე და თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია.

ახალწვეულებს კლუბის ხელმძღვანელობისგან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მაისურები გადაათ.

შესაძლოა, ზესტაფონელთა რიგებს, ასევე, ტორპედოს ყოფილი მეკარე, ომარ მიგინეიშვილიც შეუერთდეს.

1 თებერვალს "ზესტაფონი" ახალი შემადგენლობით თურქეთში მოსამზადებელ ეტაპს გაივლის. იმერული საფეხბურთო კლუბი 4 თებერვალს შეხვედრას გამართავს რუმინულ "პანდურისთან"7 თებერვალს ჩეხურ "პრშიბრამს", 13 თებერვალს უკრაინულ "ჩერნომორეცს", ხოლო 16 თებერვალს მაკედონიურ "ტურნოვოს" დაუპირისპირდება.

 

ცაგერის ფეხბურთი 80 წლისაა

ცაგერის ფეხბურთის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა 2 ოქტომბერს გამართული საზეიმო ღონისძიება. იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ამ დღეს დაამთხვიეს დასავლეთ ზონის მე-4 ტურის შეხვედრა ვიტალი დარასელიას სახელობის ჩემპიონატში U-14 ჭაბუკთა გუნდებს შორის. ერთმანეთს ადგილობრივი ,,ხვამლი’’ და ზესტაფონის ,,ზესტაფონი’’ დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს 3 თამაშიდან 3 გამარჯვება ჰქონდათ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებოდნენ. ამ მატჩისთვის მასპინძლებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ. უნდოდათ მათი გამარჯვება იუბილესთვის მიეძღვნათ. მართლაც, ლეჩხუმელმა ჭაბუკებმა მეტოქეზე გაცილებით უკეთ იასპარეზეს და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ მატჩზე დამსწრე რაიონის სპორტის ხელმძღვანელმა მუშაკებმა ისაუბრეს ცაგერის ფეხბურთის წარსულ მიღწევებზე. იმ ვეტერან ფეხბურთელებზე, რომელთაც სხვადასხვა ქართული გუნდების ღირსება დაუცავთ და წარმატებით გამოსულან ეროვნულ ასპარეზზე. ცაგერის პირველი საფეხბურთო კლუბი 80 წლის წინ შეიქმნა, ხოლო 1958 წლიდან გუნდს ,,ხვამლი’’ ეწოდა, რომელიც ახლო წარსულში წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგებში. ამჟამად ცაგერში ფეხბურთი აღმავლობას განიცდის. არსებობს ჭაბუკთა ორი გუნდი, რომლებიც თავიანთი ასაკის პირველობებზე მონაწილეობენ. სპორტის მესვეურებმა ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ იმედი აქვთ, რომ ამ ჭაბუკებიდან გუნდიც გაკეთდება და ცაგერის ,,ხვამლი’’ კვლავ იასპარეზებს ეროვნულ პირველობაზე.

თამაშის დამთავრების შემდეგ ორივე გუნდის კაპიტანს ცაგერის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა სპეციალური სიგელები გადასცა.

ღონისძიების ბოლოს იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ ცაგერის ფეხბურთის აღმავლობაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო სიგელებით და საჩუქრებით დააჯილოვა:

  • კახა სვანიძე (ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე)
  • მამუკა ლეთოდიანი (ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე)
  • გოგი კვირიკაშვილი (ცაგერის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა უფროსი)
  • გია სილაგაძე (ცაგერის სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი)
  • პორფილე კოპალიანი (ცაგერის საფეხბურთო კლუბ ,,ხვამლის’’ დირექტორი)

ასევე ამ დღისათვის მიძღვნილი სპეციალური თასით დაჯილდოვდა ცაგერის ,,ხვამლის’’ ჭაბუკთა გუნდი.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

 

 

 

“მეშახტემ“ გამარჯვება გარდაცვლილ მწვრთნელს მიუძღვნა

30 აგვისტოს დაიწყო XXV ეროვნული ჩემპიონატის გათამაშება პირველი ლიგის გუნდებს შორის. “ა“ ჯგუფში პირველი ტურის ერთ-ერთი მატჩი ტყიბულში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მეშახტემ’’ თელავის “კახეთს’’ უმასპინძლა.

მეშახტეთა ქალაქში სეზონის გახსნას წინ ვეტერანთა შეხვედრა უძღოდა. ტყიბულის ვეტერანთა გუნდი ქუთაისელებს დაუპირისპირდა. ქუთათურთა გუნდის ბირთვს ძირითადად ის ფეხბურთელები შეადგენდნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს “მეშახტის“ რიგებში გამოსულან.

შეხვედრა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს მოულოდნელად გარდაცვლილი ტყიბულელთა მწვრთნელის, დავით გვენეტაძის ხსოვნას მიეძღვნა. ვეტერანთა მატჩის მოწყობა მეგობრების დახმარებით წარსულში ტყიბულის “მეშახტეს’’ ფეხბურთელმა კახა არსენიძემ ითავა და საქმეს თავი ჩინებულად გაართვა. მატჩი ორი 25-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. ვეტერანებმა ახალგაზრდობა გაიხსენეს და მატჩზე დამსწრე მაყურებელს ერთობ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.

ვეტერანთა გუნდები გულშემატკივართა წინაშე შემდეგი შემადგენლობით წარსდგნენ:

მეშახტე: დავლიანიძე, კალანდაძე, დოხნაძე, კანკია, ფორჩხიძე, პატარიძე, მერაბ ბაბუხადია, გამყრელიძე, ქასრაშვილი, ობოლაძე, შარაშენიძე, სიხარულიძე, კალატოზი, გვეტაძე, კახა ბაბუხადია, გოგიჩაძე, ლაფერაძე, ნატროშვილი, სოფრომაძე, ლომთაძე.

დაწვრილებით...

პენალტების სერიაში აჭარელმა ჭაბუკებმა იმარჯვეს

დასრულდა გამოჩენილი ქართველი ფორვარდის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება 1996 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის. გათამაშებაში დასავლეთ საქართველოს 18 გუნდი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები და ერთმანეთს მიმოსვლის პრინციპით, სამ წრედ ეთამაშებოდნენ. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები პლეი ოფში გადიოდნენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება ქუთაისის ,,მართვემ” (მწვრთნელი მერაბ შანიძე), წყალტუბოს ,,სპორტსკოლამ” (მწვრთნელი კახა ჭუმბურიძე), ბათუმის ,,დინამომ” (მწვრთნელი მერაბ გეთია) და ქუთაისის ,,ქუთაისმა” (მწვრთნელი როლანდ ცუცქირიძე) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპი ხობის ,,იმედმადა წყალტუბოს ,,სპორტსკოლამთანაბარი ქულებით დაამთავრეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის გამო პლეი ოფში წყალტუბოელები გავიდნენ.

პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები ნეიტრალურ მოედანზე, სამტრედიის ,,ეროსი მანჯგალაძისსახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინდორზე ჩატარდა. პირველი ნახევარფინალური წყვილი ქუთაისელებმა შეადგინეს. ერთმანეთს I ჯგუფის გამარჯვებული ,,მართვედა II ჯგუფის მეორეადგილოსანი ,,ქუთაისიდაუპირისპირდნენ. თანაქალაქელთა დავაში ,,ქუთაისმაიმარჯვა. მათ მეტოქეს ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანეს, შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დაასრულეს და ფინალში გავიდნენ.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში II ჯგუფის გამარჯვებულებმა ბათუმის დინამოელებმა I ჯგუფის მეორე ადგილოსან წყალტუბოს ,,სპორტსკოლასუგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 4 ბურთი გაუტანეს, ანგარიშით 4:1 იმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ფინალამდე გამართულ III ადგილის გამოსავლენ მატჩში ერთმანეთს ,,მართვე” (ქუთაისი) და ,,სპორტსკოლა” (წყალტუბო) დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისში ,,მართვესსტადიონზე დღის 12 საათზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთ ჯგუფში გამოდიოდნენ და მათი წინა სამი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით – 1:1 დამთავრდა. ასე იყო ამჯერადაც, ქუთაისელთა პირველ ტაიმში გატანილ გოლს წყალტუბოელებმა მეორეში უპასუხეს და შეხვედრა ჩვეული ანგარიშით – 1:1 დაასრულეს. დებულების თანახმად პირდაპირ თერთმეტმეტრიანები დაინიშნა, რომელშიც უკეთ წყალტუბოელები გაისარჯნენ, მეტოქე პენალტების სერიაში – 3:1 დაამარცხეს და მესამე საპრიზო ადგილს დაეუფლნენ.

ფინალური შეხვედრა სამტრედიაში 18 საათზე გაიმართა. შეხვედრამ მაყურებელთა საკმაო დაინტერესება გამოიწვია. კოკისპირული წვიმის მიუხედავად მატჩს 500-მდე გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების (უფროსი გიორგი კიკაჩეიშვილი) გადაწყვეტილებით აღნიშნულ შეხვედრას ჭაბუკებში პირველად 6 მსაჯი მოემსახურა. ნოვაციამ აშკარად გაამართლა, რადგან მეტოქე გუნდების ხელმძღვანელობას არც მატჩის დროს და არც მისი დასრულების შემდეგ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

თავსხმა წვიმის მიუხედავად შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, თუმცა უშედეგოდ – 0:0 დასრულდა. მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში მეტი თავდაჯერებულობა აჭარელმა ჭაბუკებმა გამოიჩინეს. მათ ხუთივე თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულეს – 5:3 იმარჯვეს და აღნიშნულ ასაკში ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გათამაშების ორგანიზატორმა, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ ფინალში მონაწილე გუნდები და მათი მწვრთნელები შესაბამისი თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

1

2

3

4

5

6

ვანელი ჭაბუკები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

დასავლეთ საქართველოს 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის სლავა მეტრეველის თასის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. 1 ივნისს ვანში ლიდერთა მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს ადგილობრივი „მართვე“ და ქუთაისის „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის შედეგს, სატურნირო თავლსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონია, მატჩი მაინც საინტერესოდ წარიმართა. გათამაშების ლიდერებმა, ქუთაისელმა ჭაბუკებმა, მეტოქეს თავიანთი უპირატესობა დაუმტკიცეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

წაგების მიუხედავად, ვანელებმა მეორე ადგილი შეინარჩუნეს. მესამე ადგილზე კი „ქუთაისი– 2011“ გავიდა, რომელმაც რაჭაში, ამბროლაურის გუნდთან  ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის შემდეგ ვანელი ჭაბუკები და მათი მწვრთნელი გიგა ნიკოლეიშვილი გათამაშების ორგანიზატორმა, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ თასით, ვერცხლის მედლებითა და შესაბამისი დიპლომებით დააჯილდოვა.

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური თასით დაჯილდოვდა ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად ვანის სპორტული სკოლის მწვრთნელი თეიმურაზ სულაბერიძე. 

1

2

3

4

5

6

7

26 მაისის ტურნირი მინი ფეხბურთში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ქუთაისში გამართული ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც 2001-2002 წლებში დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ. ტურნირმა, რომელსაც ორგანიზებას ქალაქის სპორტის სამსახური და იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე) უწევდნენ, დიდი დაინტერესება გამოიწვია. მასში მონაწილეობა 200-მდე მოზარდმა მიიღო.

თავიდან, თამაშები ქალაქის სხვადასხვა მინი სტადიონებზე, რამდენიმე ქვეჯგუფში გაიმართა, რომლებშიც გამარჯვებულმა ოთხმა გუნდმა, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური მატჩები ქალაქის პირველი საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან მინდორზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გადაუღებლად წვიმდა, სანახაობრივი მხარე ამით არ დაზარალებულა, პირიქით, ბავშვები უფრო მეტი ჟინით თამაშობდნენ და ერთმანეთს ტოლს არაფერში უდებდნენ.

საბოლოოდ, ტურნირზე წაგებული არავინ დარჩენილა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მასში მონაწილე ყველა გუნდი შესაბამისი თასებით, სიგელებით და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა.

 

მასობრივი ფეხბურთის დღე ქუთაისში

 

2012 წლის 16 მაისი უეფას მიერ მასობრივი ფეხბურთის განვითარების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქუთაისში მასობრივი ფეხბურთის ზეიმი მოეწყო.

ქუთაისში იმერეთის რეგიონებიდან სხვადასხვა ასაკის 200-მდე ბავშვი ჩამოვიდა, რომლებმაც ქალაქის რამდენიმე სტადიონზე გამართულ საფეხბურთო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

 

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates