1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები

სიახლე

“მეშახტემ“ გამარჯვება გარდაცვლილ მწვრთნელს მიუძღვნა

30 აგვისტოს დაიწყო XXV ეროვნული ჩემპიონატის გათამაშება პირველი ლიგის გუნდებს შორის. “ა“ ჯგუფში პირველი ტურის ერთ-ერთი მატჩი ტყიბულში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მეშახტემ’’ თელავის “კახეთს’’ უმასპინძლა.

მეშახტეთა ქალაქში სეზონის გახსნას წინ ვეტერანთა შეხვედრა უძღოდა. ტყიბულის ვეტერანთა გუნდი ქუთაისელებს დაუპირისპირდა. ქუთათურთა გუნდის ბირთვს ძირითადად ის ფეხბურთელები შეადგენდნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს “მეშახტის“ რიგებში გამოსულან.

შეხვედრა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს მოულოდნელად გარდაცვლილი ტყიბულელთა მწვრთნელის, დავით გვენეტაძის ხსოვნას მიეძღვნა. ვეტერანთა მატჩის მოწყობა მეგობრების დახმარებით წარსულში ტყიბულის “მეშახტეს’’ ფეხბურთელმა კახა არსენიძემ ითავა და საქმეს თავი ჩინებულად გაართვა. მატჩი ორი 25-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. ვეტერანებმა ახალგაზრდობა გაიხსენეს და მატჩზე დამსწრე მაყურებელს ერთობ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.

ვეტერანთა გუნდები გულშემატკივართა წინაშე შემდეგი შემადგენლობით წარსდგნენ:

მეშახტე: დავლიანიძე, კალანდაძე, დოხნაძე, კანკია, ფორჩხიძე, პატარიძე, მერაბ ბაბუხადია, გამყრელიძე, ქასრაშვილი, ობოლაძე, შარაშენიძე, სიხარულიძე, კალატოზი, გვეტაძე, კახა ბაბუხადია, გოგიჩაძე, ლაფერაძე, ნატროშვილი, სოფრომაძე, ლომთაძე.

დაწვრილებით...

პენალტების სერიაში აჭარელმა ჭაბუკებმა იმარჯვეს

დასრულდა გამოჩენილი ქართველი ფორვარდის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება 1996 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის. გათამაშებაში დასავლეთ საქართველოს 18 გუნდი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები და ერთმანეთს მიმოსვლის პრინციპით, სამ წრედ ეთამაშებოდნენ. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები პლეი ოფში გადიოდნენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება ქუთაისის ,,მართვემ” (მწვრთნელი მერაბ შანიძე), წყალტუბოს ,,სპორტსკოლამ” (მწვრთნელი კახა ჭუმბურიძე), ბათუმის ,,დინამომ” (მწვრთნელი მერაბ გეთია) და ქუთაისის ,,ქუთაისმა” (მწვრთნელი როლანდ ცუცქირიძე) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპი ხობის ,,იმედმადა წყალტუბოს ,,სპორტსკოლამთანაბარი ქულებით დაამთავრეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის გამო პლეი ოფში წყალტუბოელები გავიდნენ.

პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები ნეიტრალურ მოედანზე, სამტრედიის ,,ეროსი მანჯგალაძისსახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინდორზე ჩატარდა. პირველი ნახევარფინალური წყვილი ქუთაისელებმა შეადგინეს. ერთმანეთს I ჯგუფის გამარჯვებული ,,მართვედა II ჯგუფის მეორეადგილოსანი ,,ქუთაისიდაუპირისპირდნენ. თანაქალაქელთა დავაში ,,ქუთაისმაიმარჯვა. მათ მეტოქეს ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანეს, შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დაასრულეს და ფინალში გავიდნენ.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში II ჯგუფის გამარჯვებულებმა ბათუმის დინამოელებმა I ჯგუფის მეორე ადგილოსან წყალტუბოს ,,სპორტსკოლასუგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 4 ბურთი გაუტანეს, ანგარიშით 4:1 იმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ფინალამდე გამართულ III ადგილის გამოსავლენ მატჩში ერთმანეთს ,,მართვე” (ქუთაისი) და ,,სპორტსკოლა” (წყალტუბო) დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქუთაისში ,,მართვესსტადიონზე დღის 12 საათზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთ ჯგუფში გამოდიოდნენ და მათი წინა სამი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით – 1:1 დამთავრდა. ასე იყო ამჯერადაც, ქუთაისელთა პირველ ტაიმში გატანილ გოლს წყალტუბოელებმა მეორეში უპასუხეს და შეხვედრა ჩვეული ანგარიშით – 1:1 დაასრულეს. დებულების თანახმად პირდაპირ თერთმეტმეტრიანები დაინიშნა, რომელშიც უკეთ წყალტუბოელები გაისარჯნენ, მეტოქე პენალტების სერიაში – 3:1 დაამარცხეს და მესამე საპრიზო ადგილს დაეუფლნენ.

ფინალური შეხვედრა სამტრედიაში 18 საათზე გაიმართა. შეხვედრამ მაყურებელთა საკმაო დაინტერესება გამოიწვია. კოკისპირული წვიმის მიუხედავად მატჩს 500-მდე გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების (უფროსი გიორგი კიკაჩეიშვილი) გადაწყვეტილებით აღნიშნულ შეხვედრას ჭაბუკებში პირველად 6 მსაჯი მოემსახურა. ნოვაციამ აშკარად გაამართლა, რადგან მეტოქე გუნდების ხელმძღვანელობას არც მატჩის დროს და არც მისი დასრულების შემდეგ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

თავსხმა წვიმის მიუხედავად შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, თუმცა უშედეგოდ – 0:0 დასრულდა. მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში მეტი თავდაჯერებულობა აჭარელმა ჭაბუკებმა გამოიჩინეს. მათ ხუთივე თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულეს – 5:3 იმარჯვეს და აღნიშნულ ასაკში ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გათამაშების ორგანიზატორმა, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ ფინალში მონაწილე გუნდები და მათი მწვრთნელები შესაბამისი თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

1

2

3

4

5

6

ვანელი ჭაბუკები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

დასავლეთ საქართველოს 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის სლავა მეტრეველის თასის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. 1 ივნისს ვანში ლიდერთა მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს ადგილობრივი „მართვე“ და ქუთაისის „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის შედეგს, სატურნირო თავლსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონია, მატჩი მაინც საინტერესოდ წარიმართა. გათამაშების ლიდერებმა, ქუთაისელმა ჭაბუკებმა, მეტოქეს თავიანთი უპირატესობა დაუმტკიცეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

წაგების მიუხედავად, ვანელებმა მეორე ადგილი შეინარჩუნეს. მესამე ადგილზე კი „ქუთაისი– 2011“ გავიდა, რომელმაც რაჭაში, ამბროლაურის გუნდთან  ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის შემდეგ ვანელი ჭაბუკები და მათი მწვრთნელი გიგა ნიკოლეიშვილი გათამაშების ორგანიზატორმა, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ თასით, ვერცხლის მედლებითა და შესაბამისი დიპლომებით დააჯილდოვა.

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური თასით დაჯილდოვდა ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად ვანის სპორტული სკოლის მწვრთნელი თეიმურაზ სულაბერიძე. 

1

2

3

4

5

6

7

26 მაისის ტურნირი მინი ფეხბურთში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ქუთაისში გამართული ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც 2001-2002 წლებში დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ. ტურნირმა, რომელსაც ორგანიზებას ქალაქის სპორტის სამსახური და იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე) უწევდნენ, დიდი დაინტერესება გამოიწვია. მასში მონაწილეობა 200-მდე მოზარდმა მიიღო.

თავიდან, თამაშები ქალაქის სხვადასხვა მინი სტადიონებზე, რამდენიმე ქვეჯგუფში გაიმართა, რომლებშიც გამარჯვებულმა ოთხმა გუნდმა, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური მატჩები ქალაქის პირველი საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან მინდორზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გადაუღებლად წვიმდა, სანახაობრივი მხარე ამით არ დაზარალებულა, პირიქით, ბავშვები უფრო მეტი ჟინით თამაშობდნენ და ერთმანეთს ტოლს არაფერში უდებდნენ.

საბოლოოდ, ტურნირზე წაგებული არავინ დარჩენილა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მასში მონაწილე ყველა გუნდი შესაბამისი თასებით, სიგელებით და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა.

 

მასობრივი ფეხბურთის დღე ქუთაისში

 

2012 წლის 16 მაისი უეფას მიერ მასობრივი ფეხბურთის განვითარების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქუთაისში მასობრივი ფეხბურთის ზეიმი მოეწყო.

ქუთაისში იმერეთის რეგიონებიდან სხვადასხვა ასაკის 200-მდე ბავშვი ჩამოვიდა, რომლებმაც ქალაქის რამდენიმე სტადიონზე გამართულ საფეხბურთო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

 

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates