1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები

სიახლე

26 მაისის ტურნირი მინი ფეხბურთში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ქუთაისში გამართული ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც 2001-2002 წლებში დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ. ტურნირმა, რომელსაც ორგანიზებას ქალაქის სპორტის სამსახური და იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე) უწევდნენ, დიდი დაინტერესება გამოიწვია. მასში მონაწილეობა 200-მდე მოზარდმა მიიღო.

თავიდან, თამაშები ქალაქის სხვადასხვა მინი სტადიონებზე, რამდენიმე ქვეჯგუფში გაიმართა, რომლებშიც გამარჯვებულმა ოთხმა გუნდმა, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური მატჩები ქალაქის პირველი საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან მინდორზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გადაუღებლად წვიმდა, სანახაობრივი მხარე ამით არ დაზარალებულა, პირიქით, ბავშვები უფრო მეტი ჟინით თამაშობდნენ და ერთმანეთს ტოლს არაფერში უდებდნენ.

საბოლოოდ, ტურნირზე წაგებული არავინ დარჩენილა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მასში მონაწილე ყველა გუნდი შესაბამისი თასებით, სიგელებით და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა.

 

მასობრივი ფეხბურთის დღე ქუთაისში

 

2012 წლის 16 მაისი უეფას მიერ მასობრივი ფეხბურთის განვითარების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქუთაისში მასობრივი ფეხბურთის ზეიმი მოეწყო.

ქუთაისში იმერეთის რეგიონებიდან სხვადასხვა ასაკის 200-მდე ბავშვი ჩამოვიდა, რომლებმაც ქალაქის რამდენიმე სტადიონზე გამართულ საფეხბურთო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

 

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates