1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Homeსიახლეები

სიახლე

გივი ნოდიას სახელობის გათამაშებაზე კვლავ ორი ლიდერია

25 აპრილს, 2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მიმდინარე გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშებაზე მე-4 ტურის მატჩები გაიმართა.

დაწვრილებით...

”მართვე” გარი სორდიას სახელობის გათამაშებაზე გალიდერდა

23 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ იმერეთის ჭაბუკთა ღია ასაკობრივი ჩემპიონატის III ტურის მატჩები გარი სორდიასა და მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებებზე გაიმართა. სამივე მატჩის მომგები მერაბ შანიძის გაწრთვნილი ქუთაისის "მართვე" 2004-წლამდელთა ღია ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია.

დაწვრილებით...

ტორპედოელთა პირველი გამარჯვება რამაზ შენგელიას თასის გათამაშებაზე

22 აპრილს, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2000-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკები) მე-3 ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისის "ტორპედომ" ონის საფეხბურთო სპორტსკოლის გუნდს უმასპინძლა და 4:2 მოუგო. მიმდინარე ჩემპიონატში ეს დავით ჯანაშიას გაწრთვნილთა მიერ მოპოვებული პირველი ქულები იყო.

დაწვრილებით...

ჭიათურელთა 9-დან 9 ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშებაზე

ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ იმერეთის ჭაბუკთა ღია ასაკობრივ ჩემპიონატებზე, დღეს 2002-წლამდელთა გათამაშების მესამე ტურის კიდევ ერთი მატჩი შედგა. ჭიათურაში ადგილობრივმა "სპორტსკოლამ" (მწრთვნელი დავით ლოლაძე) ამბროლაურის "რაჭას" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

დაწვრილებით...

ქუთათურთა დღე იმერეთის ღია ჩემპიონატზე

20 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ ასაკობრივ ჭაბუკთა გათამაშებაზე, 3 მატჩი გაიმართა და სამივეში გამარჯვება ქუთაისურმა გუნდებმა იზეიმეს.

დაწვრილებით...

ქალი არბიტრის დებიუტი იმერეთის ღია ჩემპიონატზე

alt19 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ 2003-წლამდელთა (U14) იმერეთის ღია ჩემპიონატზე მესამე ტურის მატჩები გაიმართა. მორიგი ქულები ჩაიწერეს გათამაშების ლიდერებმა - ქუთაისის "ტორპედომ" და "მართვემ", რომლებიც გათამაშების ცხრილს უდანაკარგოდ უდგანან სათავეში.

დაწვრილებით...

ქუთაისური დერბი 2002-წლამდელთა ჩემპიონატში

დღეს, ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშებაზე (2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის) ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისის "იმერეთმა", რომელიც უკონკურსოდ ასპარეზობს, თანაქალაქურ "მართვეს" სოფელ ფარცხანაყანების სტადიონზე უმასპინძლა.

დაწვრილებით...

ჭიათურელები ჯუმბერ ხაჟალიას თასის გათამაშებაში დაწინაურდნენ

alt13 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 2002-წლამდელთა გათამაშების სატურნირო ცხრილს ჭიათურის საფეხბურთო სპორტსკოლის გუნდი (მწრთვნელი დავით ლოლაძე) უდანაკარგოდ უდგას სათავეში.

დაწვრილებით...

ირფფ-ს VIII ყრილობამ აღმასკომის ახალი წევრები აირჩია

alt2017 წლის 12 აპრილს, ქუთაისში - "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" დარბაზში იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მერვე ყრილობა ჩატარდა. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო: ირფფ-ს წესდების ახალი რედაქციის მიღება და აღმასკომის წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა. ყრილობას თბილისიდან ესწრებოდა სფფ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე სალომე კიკალიშვილი.

დაწვრილებით...

”რაჭა” რამაზ შენგელიას თასის გათამაშებას ლიდერობს

11 აპრილს, იმერეთის ღია ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა 2000/2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. მათი შედეგები ასე გამოიყურება:
დაწვრილებით...

გარი სორდიას თასზე „სამტრედია“ უდანაკარგოა

დღეს, იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გარი სორდიასა და მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებებზე ჩატარდა. ორიდან ორი მატჩის მომგები ოთარ ზაქარეიშვილის გაწრთვნილი "სამტრედია" 2004-წლამდელთა ღია ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია.

დაწვრილებით...

2005-წლამდელებმა მეორე ტური ითამაშეს

8 აპრილს 2005 წლამდე დაბადებულ ჭაბუკთა იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. მათი შედეგები ასე გამოიყურება:

დაწვრილებით...

მიქაელ მამასახლისმა „მართვეს“ პოკერით მოაგებინა

altდღეს, სამ იმერულ ქალაქში 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშება დაიწყო. ვიდრე ქუთაისის "მართვესა" და ამბროლაურის "რაჭას" პაექრობა დაიწყებოდა, ირფფ-ს წარმომადგენელმა ვახტანგ დათიაშვილმა შარშანდელ გათამაშებაში გამარჯვებისთვის თასი "მართვეს" კაპიტანს გადასცა. ეს ჯილდო ზვიად ენდელაძისა და გიორგი გაბიჩვაძის გაწრთვნილებმა 2016 წლის დეკემბერში გამართულ გადამწყვეტ მატჩში "სამტრედიას" ძლევისთვის (2:1) დაიმსახურეს.

დაწვრილებით...

ვეტერანებმა თეიმურაზ ცნობილაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

altირფფ-ს თაოსნობით, 7 აპრილს, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის თეიმურაზ ცნობილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართა. "ცამცეს" პატივსაგებ მატჩში, რომელიც წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფანიან მოედანზე შედგა, ერთმანეთს ადგილობრივი "სამგურალისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ვეტერანები დაუპირისპირდნენ. ორმა 20-20-წუთიანმა ტაიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 5:5.

დაწვრილებით...

შარშანდელმა ჩემპიონმა 2003-წლამდელთა სტარტი წელსაც მოგებით აიღო

alt6 აპრილს, ირფფ-ს ორგანიზებული გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშებაც დაიწყო. თუმცა, ვიდრე გუნდები ტურის პირველი მატჩს დაიწყებდნენ, ფედერაციის წარმომადგენელმა ვახტანგ დათიაშვილმა შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულ საჩხერის ”ჩიხურას” (მწრთვნელი მირიან მიქაძე) თასთან ერთად, ღია ჩემპიონატის მოგებისთვის საპატიო სიგელიც გადასცა.

დაწვრილებით...

რამაზ შენგელიას თასზე პირველი ტური დამთავრდა

იმერეთის ღია ჩემპიონატზე 2000-2001 წლებში დაბადებულმა ჭაბუკებმა, დღეს პირველი ტურის მატჩი გამართეს. ქუთაისში, კერძოდ კი საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტორპედომ" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს უმასპინძლა და 0:1 წააგო. თამაზ გაბრიჭიძის გაწვრთნილმა ყვირილასპირელებმა საბა ბაზაძის გოლით იმარჯვეს.

დაწვრილებით...

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates