ვანელი ჭაბუკები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

დასავლეთ საქართველოს 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის სლავა მეტრეველის თასის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. 1 ივნისს ვანში ლიდერთა მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს ადგილობრივი „მართვე“ და ქუთაისის „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის შედეგს, სატურნირო თავლსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონია, მატჩი მაინც საინტერესოდ წარიმართა. გათამაშების ლიდერებმა, ქუთაისელმა ჭაბუკებმა, მეტოქეს თავიანთი უპირატესობა დაუმტკიცეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

წაგების მიუხედავად, ვანელებმა მეორე ადგილი შეინარჩუნეს. მესამე ადგილზე კი „ქუთაისი– 2011“ გავიდა, რომელმაც რაჭაში, ამბროლაურის გუნდთან  ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის შემდეგ ვანელი ჭაბუკები და მათი მწვრთნელი გიგა ნიკოლეიშვილი გათამაშების ორგანიზატორმა, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ თასით, ვერცხლის მედლებითა და შესაბამისი დიპლომებით დააჯილდოვა.

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური თასით დაჯილდოვდა ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად ვანის სპორტული სკოლის მწვრთნელი თეიმურაზ სულაბერიძე. 

1

2

3

4

5

6

7