გარი სორდიას თასზე „სამტრედია“ უდანაკარგოა

Written by იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური on .

დღეს, იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გარი სორდიასა და მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებებზე ჩატარდა. ორიდან ორი მატჩის მომგები ოთარ ზაქარეიშვილის გაწრთვნილი "სამტრედია" 2004-წლამდელთა ღია ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია.

"სამტრედია" – "ჩიხურა" (საჩხერე) 3:0
"საპოვნელა" (თერჯოლა) – "ბახმარო" (ჩოხატაური) 0:3
"მართვე" (ქუთაისი) - "ტორპედო" (ქუთაისი) 3:0
"დინამო" (ბათუმი) – "შუქურა" (ქობულეთი) 0:1
"ქუთაისი" – "საფეხბურთო სკოლა" (ლანჩხუთი) 1:0

სამტრედიელებმა "ჩიხურას" უმასპინძლეს და 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. გოლები მიხეილ გერაძემ, საბა კვეტენაძემ და ირაკლი მელქაძემ მიითვალეს.

თერჯოლას ეწვია ჩოხატაურის "ბახმარო" (მწრთვნელი გრიგოლ თოდრია). დუბლი შეასრულა თორნიკე ჯიბუტამა, ხოლო დათო კალანდაძემ მეტოქის ერთხელ დამწუხრება შეძლო - 0:3.

სამბურთიანი უპირატესობით იმარჯვა ქუთაისურ დერბიში "მართვემ". მერაბ შანიძის გაწრთვნილმა გუნდმა "ტორპედოს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. გოლი ავტორები ლუკა ტყეშელაძე (2) და გიორგი ფრანგიშვილი.

სტუმრად გურამ ჯაფარიძის გატანილი გოლით იმარჯვა ქობულეთის "შუქურამ" (მწრთვნელი თემურ ჯაფარიძემ) ბათუმის "დინამოსთან"- 0:1.

ასევე ერთი გოლი გავიდა "ქუთაისისა" (მწრთვნელები თემურ გოჩოლეიშვილი და უჩა ჩორგოლაშვილი) და ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდებს შორის დაპირისპირებაში. გოლი მატჩის ბოლო წამებზე გიორგი როგავამ გაიტანა.

მეორე ტურის მატჩები ჩატარდა მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებაში:

"სამტრედია-1"-"სამტრედია-2" 0:2
"ქუთაისი" – "ტორპედო" (ქუთაისი) 1:0
"შუქურა"(ქობულეთი) – "მართვე" (ქუთაისი) 1:1

პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც "მშრალად" მოიგო ვლადიმერ ქანთარიას გაწრთვნილმა "სამტრედია-2"-მა. მან ქალაქურ დერბიში ნიკოლოზ ვაშაკიძისა და თემურ ქანთარიას გოლებით 2:0 იმარჯვა.

გიორგი გიორგაძის ერთადერთი გოლით მოუგო ქუთაისის "ტორპედოს" გიორგი ცუცქირიძის დარიგებულმა "ქუთაისმა".

დღის ერთადერთი ფრე დაფიქსირდა ქობულეთის "შუქურასა" და ქუთაისის "მართვეს" შორის შეხვედრაში. ზღვისპირელები გიორგი კვირკველიას გოლით იგებდნენ, მაგრამ იმერლებმა მსაჯის საფინალო სასტვენამდე მაინც შეძლეს გათანაბრება- 1:1.

დაბეჭდვა