ქუთაისის ”ტორპედოს” ვეტერან ფეხბურთელთა დელეგაცია თურქეთში გაემგზავრა

თურქეთში, კერძოდ კი, რიზე/ფინდიქლის ილჩეში, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისის "ტორპედოს" ვეტერანი ფეხბურთელები გაემგზავრნენ. დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირფფ-ს პრეზიდენტი, ყოფილი ტორპედოელი დავით რუხაძე გახლავთ.

მასთან ერთად თურქ და კვიპროსელ ვეტერანებთან საპაექროდ გაემგზავრნენ ვლადიმერ ჭყონია, გელა კიკალეიშვილი, მამუკა ხუნდაძე, დავით ჯანაშია, გელა წიქარიშვილი, ლევან შავგულიძე, ვლადიმერ მუშკუდიანი, სოსო გიგიაძე, მამუკა მანაგაძე, ოთარ ვარდანიძე, ჯიმშერ ვერულაშვილი, ვასილ შენგელია, მალხაზ ჯინჭარაძე, ზაზა ვაჩიბერაძე, შალვა მუმლაძე.

დელეგაციაში ასევე არიან ვეტერანი ტორპედოელები იუზა ლოსაბერიძე და ვლადიმერ შელია, ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების მესვეურები დემურ ინანეიშვილი და ირაკლი კიკვაძე, დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რამაზ მაღლაფერიძე.

ორგანიზატორებს, რომელთა შორის თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე პარლამენტარი გახლავთ, 27-29 აპრილს დაგეგმილი აქვთ 4 გუნდის მონაწილეობით ერთწრიანი ტურნირის გათამაშება. ირფფ წარმატებას უსურვებს "ტორპედოს" ვეტერანებს.