2006-წლამდელებმა IV ტური გამართეს

28 აპრილს, მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებაზე მე-4 ტურის მატჩები გაიმართა:

"ქუთაისი" – "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 0:1
"სამტრედია-1" – "მართვე" (ქუთაისი) 0:3
"სამტრედია-2" – "ტორპედო" (ქუთაისი) 1:1

"კოლხიდაზე" ზესტაფონელთა სტუმრობა მათი გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი ლუკა კახნიაშვილის (14) ანგარიშზეა - 0:1.

ასევე სტუმრებმა იმარჯვეს "სამტრედია-1"-სა და ქუთაისის "მართვეს" (მწრთვნელი მამუკა ჯავახაძე) დაპირისპირებაში. ანგარიში თენგიზ გუჯაბიძემ მე-13 წუთზე გახსნა. ტაიმის ბოლოსწინა 24-ე წუთზე ზურაბ გამყრელიძემ პენალტის ნიშნულიდან კიდევ უფრო დააწინაურა საკუთარი გუნდი. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ლუკა ნიშნიანიძემ 41-ე წუთზე დააფიქსირა - 0:3.

საინტერესო პაექრობა შედგა კიდევ ერთ სამტრედიულ გუნდსა და ქუთაისის "ტორპედოს" 2006-წლამდელებს შორის. პირველი ტაიმი ვლადიმერ ქანთარიას გაწრთვნილებმა ("სამტრედია-2") ბაჩუკი ღირდალაძის (6) ზუსტი დარტყმით მოიგეს. ტორპედოელმა (მწრთვნელი კახა ლიპარტიანი) სანდრო გრძელიძემ გათანაბრება 35-ე წუთზე შეძლო - 1:1.

ხვალ 5 მატჩია დაგეგმილი გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2004 წლამდე დაბადებული ჭაბუკები).