იწყება რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირი

ხვალიდან ქუთაისი ფეხბურთში 13 მაისის ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილ რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირს უმასპინძლებს. გათამაშებას, რომელშიც იმერეთის რეგიონის 2005 წლამდე დაბადებულ ჭაბუკთა 8 გუნდი მონაწილეობს, ორგანიზებას ქ. ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია უწევენ.

ირფფ-ში ჩატარებული კენჭისყრით გუნდები ასე განაწილდნენ: I ჯგუფი - "ტორპედო" (ქუთაისი), "სამტრედია", "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი), "საპოვნელა" (თერჯოლა); II ჯგუფი - "მართვე" (ქუთაისი), "ჩიხურა" (საჩხერე), "იმერეთი" (ხონი), "მართვე" (ვანი). ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები 13 მაისს ნახევარფინალში შეხვდებიან (Iჯგ.1ადგ.–IIჯგ.2ადგ. და Iჯგ.2ადგ.–IIჯგ.1ადგ.), მატჩი მე–3 ადგილისთვის და ფინალი 15 მაისს გაიმართება.

თამაშები ჩატარდება ჭომის სტადიონზე - მისამართი: ქ. ქუთაისი ლესელიძის მე–2 შესახვევი, #61.