”რაჭამ” ქუთაისელი მართვეები შეავიწროვა

4 მაისს, იმერეთის ღია ჩემპიონატის VI ტურის მატჩები შედგა 2000-2001წწ დაბადებულ ჭაბუკებს შორის. ერთადერთი გუნდი, რომელსაც დღემდე ქულა არ დაუკარგავს, გიორგი კიკვაძის გაწრთვნილი ამბროლაურის "რაჭაა".

"დინამო" (ბათუმი) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 2:1 (1:0)
"მაჭახელა-2" (ხელვაჩაური) - "ტორპედო" (ქუთაისი) 2:0 (0:0)
"მართვე" (ვანი) - "რაჭა" (ამბროლაური) 0:3 (0:3)
"მართვე-2" (ქუთაისი) - "მართვე-1" (ქუთაისი) 1:1 (0:1)

ტურის ცენტრალური მატჩი შედგა ქუთაისში, სადაც ქალაქის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების #94 სკოლის (დირექტორი მერაბ სირაძე) გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 55-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მამა-შვილი ბურკაძეების გაწრთვნილ გუნდს დაწინაურების შანსი მიეცა, მაგრამ პენალტისტმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან კარს ააცილა.

ასევე გაცუდებული პენალტი დაფიქსირდა ბათუმში, სადაც ადგილობრივი "დინამო" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს იღებდა. აჭარელმა ფეხბურთელმა 0:0-ზე ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი, თუმცა მოგვიანებით მისმა გუნდმა საბოლოო გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო - 2:1.