ორი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია

დღეს ქუთაისის ჭომის სტადიონზე, ირფფ-სა და ადგილობრივი მერიის მიერ ორგანიზებული რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. I ჯგუფში უკვე გამოვლინდნენ პლეი ოფის საგზურის მფლობელები, ხოლო II ჯგუფში ყველაფერი ხვალინდელ თამაშებში გაირკვევა.

"ტორპედო" (ქუთაისი) - "სამტრედია" 3:0 (1:0)
"საპოვნელა" (თერჯოლა) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 0:3 (0:2)

პირველი ჯგუფის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" "სამტრედიას" ეთამაშა. ანგარიში მე-20 წუთზე დათო კიკალიშვილმა გახსნა. მეორე ტაიმში გიორგი კანკიამ (32) ორამდე გაზარდა ანგარიშში სხვაობა, ხოლო საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ალეკო ბასილაძემ საბოლოო შედეგი 3:0 გახადა.

ჯგუფის მეორე მატჩის მომგებმაც 3 უპასუხო გოლი გაიტანა. ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს თერჯოლის "საპოვნელასთან" უპირატესობა ნიკა მღარიშვილმა (2), ლუკა ჭელიძემ (6) და სანდრო კვანტიძემ (38) გოლებით გაამყარეს.

#

გ უ ნ დ ე ბ ი

1

„ტორპედო“ (ქუთაისი)

2

2

0

0

8-1

6

2

„მარგვეთი 2006“ (ზესტაფონი)

2

2

0

0

6-2

6

3

„სამტრედია“

2

0

0

2

2-6

0

4

„საპოვნელა“ (თერჯოლა)

2

0

0

2

1-8

0

"მართვე" (ვანი) - "იმერეთი" (ხონი) 4:1 (2:0)
"მართვე" (ქუთაისი) - "ჩიხურა" (საჩხერე) 2:1 (1:0)

ვანელთა და ხონელთა დაპირისპირებაში ტურნირის პირველი ჰეთ თრიკი დაფიქსირდა. მისი ავტორი "მართვეს" კაპიტანი ლუკა ოქროპილაშვილი (2, 11, 32) გახლდათ. კობა ლორთქიფანიძის გაწრთვნილთაგან კიდევ ერთი გოლი საბა დიასამიძემ (47) მიითვალა, ხოლო "იმერეთისგან" პრესტიჟის გოლის ავტორი ლუკა ქურასბედიანი (40) იყო - 4:1.

ამ მომენტისთვის ტურნირის საუკეთესო ორთაბრძოლა შემოგვთავაზეს დღის ბოლო მატჩის მეტოქეებმა - ქუთაისის "მართვემ" და საჩხერის "ჩიხურამ". ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წამებზე ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ქუთათურთა კაპიტანმა ლუკა ბრეგაძემ გახსნა. ზემოიმერელთაგან გამთანაბრებელი გოლი საჩხერელი მაჭარაშვილის დარტყმას მოჰყვა, რომელიც საკუთარ კარში საბა კაპატაძემ (33) ჩაჭრა. ვალერი კუბლაშვილის გაწრთვნილებმა საბოლოოდ მაინც მოიგეს - გამარჯვების გოლი საბა კიკნაველიძემ (39) გაიტანა და მის გუნდს ნახევარფინალში გასვლის შანსი დაუტოვა.

#

გ უ ნ დ ე ბ ი

1

„მართვე“ (ვანი)

2

2

0

0

7-1

6

2

„მართვე“ (ქუთაისი)

2

1

0

1

2-4

3

3

„ჩიხურა“ (საჩხერე)

2

1

0

1

3-2

3

4

„იმერეთი“ (ხონი)

2

0

0

2

1-6

0

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, საუკეთესო გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

1. უშუალოდ ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულები;

2. ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობა;

3. ურთიერთშეხვედრებში გატანილი მეტი გოლი;

4. ურთიერთშეხვედრებში სტუმრად გატანილი მეტი გოლი.

– თუ 1–4 კრიტერიუმების გამოყენების შემდეგ, ორ ან მეტ გუნდს კვლავ თანაბარი პოზიცია აქვს, კრიტერიუმები 1–დან 4–ის ჩათვლით გამოიყენება უშუალოდ ამ გუნდებთან მიმართებაში, რათა გაირკვეს მათი საბოლოო ადგილები. თუ ამ პროცედურას არ მივყავართ გადაწყვეტილებამდე, განსახილველი გუნდების მიმართ გამოიყენება კრიტერიუმები 5–დან 9–ის ჩათვლით:

5. ტურნირზე ბურთების უკეთესი სხვაობა;

6. ტურნირზე გატანილი მეტი გოლი;

7. ტურნირზე მოგებების მეტი რაოდენობა;

8. ტურნირზე დაგროვილი ნაკლები სადისციპლინო ქულა (გაძევება – 3 ქულა, ორი გაფრთხილებით გაძევება – 3 ქულა, გაფრთხილება – 1 ქულა; თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს ნაკლები გაძევებით);

9. თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა წილისყრა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები ხვალ გაიმართება:

"მარგვეთი 2006" - "ტორპედო" 10:00
"ჩიხურა" - "მართვე" (ვანი) 11:00
"სამტრედია" - "საპოვნელა" 17:00
"იმერეთი" (ხონი) - "მართვე" (ქუთაისი) 18:00