„მართვე“ გარი სორდიას თასის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია

6 მაისს გაიმართა ირფფ-ს ეგიდით მიმდინარე 2002 წლამდე ჭაბუკთა ღია ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი. V ტურის შემდეგ ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშებაზე ქუთაისური გუნდები ლიდერობენ - "იმერეთი" უკონკურსოდ, "მართვე" - ლეგიტიმურად.

"იმერეთი" (ქუთაისი) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 4:1 (3:0)
"იმერეთი" (ხონი) - "რაჭა" (ამბროლაური) 0:1 (0:0)

მოგეხსენებათ, ქუთაისის "იმერეთი" აღნიშნულ ჩემპიონატში უკონკურსოდ ასპარეზობს და შესაბამისად, მასთან ნაჩვენები შედეგები მეტოქეებს სატურნირო ცხრილში არ გაეთვალისწინებათ.

რაჭველებს ხონში სტუმრობა ადგილობრივთა დღესასწაულის - ხონელობის დღეს მოუწიათ, რასაც იმერეთიდან 3 ქულის წაღებაში ხელი არ შეუშლია. გიორგი კიკვაძის გაწრთვნილებმა გათამაშებაში მეორედ მოიგეს და ზედა საპლეიოფე ზონაში აინაცვლეს.

არასრული ტური გაიმართა 2004-წლამდელთა გათამაშებაში:

"საფეხბურთო სკოლა" (ლანჩხუთი) - "დინამო" (ბათუმი) 0:2 (0:1)
"ბახმარო" (ჩოხატაური) - "მართვე" (ქუთაისი) 0:6 (0:2)
"საპოვნელა" (თერჯოლა) - "ქუთაისი" 1:6 (0:4)
"სამტრედია" - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 1:1 (1:0)

ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ქუთაისის "მართვემ" და გარი სორდიას სახელობის გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს. ამის მიზეზი სამტრედიელთა მიერ საშინაო მატჩში "მარგვეთთან" ქულების დაკარგვაც (1:1) გახლდათ.
ტურის კიდევ ერთი მატჩი დღეს საჩხერეში გაიმართება, სადაც "ჩიხურა" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს.