„ტორპედო“ გივი ნოდიას სახელობის გათამაშებაზე უდანაკარგოა

დღეს, გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშებაზე VI ტურის მატჩები გაიმართა. კვლავ მოიგო ქუთაისის "ტორპედომ", რომელიც ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს.

"ხვამლი" (ცაგერი) - "ტორპედო" (ქუთაისი) 1:2 (0:2)
"იმერეთი" (ქუთაისი) - "იმერეთი" (ხონი) 0:0
"სამტრედია" - "მართვე" (ქუთაისი) 3:0 (1:0)
"ჩიხურა" (საჩხერე) - "სპორტსკოლა" (ჭიათურა) 6:2 (5:0)

ცაგერში 2:1 იმარჯვა გელა წიქარიშვილის გაწრთვნილმა ქუთაისის "ტორპედომ". "სამტრედიამ" 3 უპასუხო გოლი გაუტანა ქუთაისის "მართვეს" (დუბლი თამაზ ნადირაძის ანგარიშზეა). ქუთაისში გამართული "იმერეთული" დერბი უგოლოდ დამთავრდა, ხოლო საჩხერეს "ჩიხურამ" ჭიათურის სპორტსკოლის გუნდს 6:2 მოუგო (დუბლი მიითვალეს ნიკა ხარაიშვილმა (6, 34) და გიორგი შეყლაშვილმა (36, 40)).