ჯემალ ხერხაძის გათამაშებაზე V ტური ჩატარდა

9 მაისს ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

"ჩიხურა" (საჩხერე) - "სპორტსკოლა" (სამტრედია) 1:1
"მართვე" (საჩხერე) - "სამტრედია" 1:2
"მართვე" (ქუთაისი) - "იმერეთი" (ხონი) 2:0
"საპოვნელა" (თერჯოლა) - "ხვამლი" (ცაგერი) 1:3
"შუქურა" (ქობულეთი) - "მართვე" (ვანი) 4:0

საჩხერეში სამტრედიელი სპორტსკოლელების სტუმრობისას ანგარიში მასპინძელთა კაპიტანმა იური ერაძემ მე-4 წუთზე გახსნა. სტუმართა საპასუხო გოლს დიდხანს არ დაუგვიანია - მე-12 წუთზე თავი თეიმურაზ ანდრიაძემ გამოიჩინა - 1:1.

აქვე სტუმრობდა 2005-წლამდელი სამტრედიელების მეორე გუნდი (მწრთვნელები გია გოგოლაძე, ბადრი ქორიძე). კაპიტანმა ავთანდილ მამფორიამ სტუმრები 24-ე წუთზე დააწინაურა. მას არც "მართვეს" კაპიტანი ჩამორჩა - დავით ციუმამ 38-ე წუთზე გაათანაბრა. არბიტრი გიორგი სარალიძის საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, სამტრედიელებს გამარჯვება ერეკლე ხუჭუას ზუსტმა დარტყმამ მოუტანა - 1:2.

თერჯოლაში 3:1 იმარჯვა ცაგერის "ხვამლმა". სტუმრები დავით საღინაძის ჰეთ თრიკის (10, 31, 37) წყალობით "მშრალად" იგებდნენ, მაგრამ შოთიკო დიაკონიძემ 47-ე წუთზე შეძლო ერთი გოლის გაქვითვა.

შინ დამაჯერებლად მოიგო თემურ ჯაფარიძის გაწრთვნილმა ქობულეთის "შუქურამ". გიორგი კვირკველიამ (23), ლუკა ჩაგანავამ (26), გურამ ჯაფარიძემ (3:0) და ლუკა ხაბაზმა (53) ვანის "მართვეს" 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.