მომცელიძის ჰეთ თრიკი და გაწითლებული ტური

დღეს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2000-2001წწ დაბადებული ჭაბუკები) VII ტურის ოთხივე მატჩი გაიმართა:

"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "მაჭახელა-2" (ხელვაჩაური) 1:1 (1:1)
"ტორპედო" (ქუთაისი) - "მართვე-2" (ქუთაისი) 2:4 (0:3)
"რაჭა" (ამბროლაური) - "დინამო" (ბათუმი) 4:0 (1:0)
"სპორტსკოლა" (ონი) - "მართვე" (ვანი) 1:2 (0:0)

ამბროლაურში გამართულ მატჩში, რომელსაც ირფფ-ს პრეზიდენტი დავით რუხაძე ესწრებოდა, ჰეთ თრიკი მიითვალა "რაჭას" ფორვარდმა მერაბ მომცელიძემ, ხოლო არბიტრმა 54-ე წუთზე წითელი ბარათი ბათუმელ გუგა გაგუას უჩვენა.

წითელი ბარათებით "მოინიშნა" რაჭაში გამართული მეორე შეხვედრაც. ონში, ადგილობრივ გუნდსა და ვანის "მართვეს" შორის პაექრობაში, მეტოქის შეურაცხყოფისთვის 67-ე წუთზე გაძევებულ იქნა მასპინძელი გიორგი გავაშელიშვილი, ხოლო 74-ე წუთზე 2 ყვითელი ბარათის გამო მსაჯმა მინდორი ვანელ საბა ჟღენტს დაატოვებინა.

#

გუნდები

1

”რაჭა” (ამბროლაური)

5

5

0

0

20-1

15

2

”მართვე-2” (ქუთაისი)

6

4

2

0

10-4

14

3

”დინამო” (ბათუმი)

6

3

1

2

8-7

10

4

”მართვე” (ვანი)

7

2

3

2

8-12

9

5

”მართვე-1” (ქუთაისი)

6

2

2

2

7-4

8

6

”მაჭახელა-2” (ხელვაჩაური)

6

2

1

3

5-6

7

7

”მარგვეთი 2006” (ზესტაფონი)

5

1

2

2

8-9

5

8

”ტორპედო” (ქუთაისი)

7

1

1

5

9-21

4

9

”სპორტსკოლა” (ონი)

6

1

0

5

8-19

3