ირფფ-ში კლუბის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გამოგზავნილი წერილის (#713, 20 ივნისი, 2017 წელი) თანახმად, ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს 2002 წლამდე დაბადებული ჭაბუკების გუნდი კონტინგენტის არარსებობის გამო გამოეთიშა ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშებას.
ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, თუ გუნდი მიზეზთა გამო გამოეთიშება ასპარეზობას და გათამაშებაში ჩატარებული აქვს მატჩების საერთო რაოდენობის 50%-ზე ნაკლები, მის მიერ გამართული თამაშების შედეგები ანულირდება.
ვინაიდან "მარგვეთი 2006"-ს 2002-წლამდელებმა მიმდინარე 8-გუნდიან გათამაშებაში მონაწილეობა მიიღეს 5 მატჩში, კორექტირებული სატურნირო ცხრილი იქნება ასეთი სახის:
# |
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
”მართვე” (ქუთაისი) |
8 |
7 |
0 |
1 |
22-5 |
21 |
2 |
”იმერეთი” (ქუთაისი) |
8 |
5 |
2 |
1 |
19-8 |
17 |
3 |
”რაჭა” (ამბროლაური) |
7 |
3 |
2 |
2 |
7-9 |
11 |
4 |
”სპორტსკოლა” (ჭიათურა) |
6 |
3 |
1 |
2 |
12-11 |
10 |
5 |
”იმერეთი” (ხონი) |
8 |
2 |
2 |
4 |
9-11 |
8 |
6 |
”საირმე” (ბაღდათი) |
8 |
1 |
3 |
4 |
7-14 |
6 |
7 |
”საპოვნელა” (თერჯოლა) |
7 |
1 |
2 |
4 |
5-12 |
5 |
8 |
”მარგვეთი 2006” (ზესტაფონი) |
0 |
0 |
0 |
0 |
0-0 |
0 |