”შუქურას” ისევ ჯაფარიძემ მოაგებინა

ირფფ-ს ორგანიზებულ ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) გუნდებმა II წრის პირველი მატჩი ითამაშეს, თუმცა შედგა ერთი გამოტოვებული დაპირისპირებაც:

"იმერეთი" (ხონი) - "შუქურა" (ქობულეთი) 0:1 (0:0)
"მართვე" (ვანი) - "ჩიხურა" (საჩხერე) 5:1 (3:0)

ხონში გამართული VIII ტურის გამოტოვებული მატჩის ბედი სტუმართა კაპიტნის, გურამ ჯაფარიძის მიერ 43-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

ვანში ჩატარდა II წრის სასტარტო ტურის მატჩი, რომელიც 2 დღით გვიან უნდა გამართულიყო, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით 27 ივნისს შედგა. მასპინძლებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს, რაც შედეგზეც აისახა - 5:1. ლუკა ოქროპილაშვილის (7), მათე კაპანაძის (11), ვალერი მჟავანაძის (16, 37) და ლუკა მსხილაძის (42) გოლებს საჩხერელთაგან მხოლოდ ნიკა მაჭარაშვილმა (39) უპასუხა.